ჩემი ნესტოები შეურაცხყოფილია

გრძნობთ?

რაღაც მკვდარი გდია და იხრწნება.

გრძნობთ სიმყრალეს?

ბრმა ადამიანები,რომლებსაც მშვენიერი თვალის ჩინი აქვთ.

ყრუ და კოჭლი არსებები,რომლებსაც ყველაფერი ესმით და ორი ფეხი აქვთ.

ოო როგორ ეზარებათ ნაბიჯის გადადგმა…სადღაც კი ვიღაც ოცნებობს ფეხებზე,რომ ირბინოს.

გრძნობთ?

აი ის კაცი,გუშინ ცოლი რომ სცემა.ანდა ის ბიჭი,გეი რომ მოკლა.

პირაკრული ქალებიც აქ არიან. პროტესტის გრძნობაგადაყლაპული “სამეფო მონები” ,მამები,დედები,ბებიები,ბაბუები…

ყველა,უკლებლივ ყველა…

მატარებლის დაზომბებული მგზავრები,ერთმანეთის გაცვეთილ ფეხსაცმელს რომ შეშჩერებიან .

ცოცხალი გვამები.

გრძნობთ?აგერ ყრია მათი მიხრწნილი სხეულები და ყროლდება.

აი ბავშვი,იღიმის…ო რა ბედნიერი ხარ ბავშვო,გაიზრდები და ერთხელაც იტყვი  “რა ბედნიერი ვყოფილვარ ბავშვობაშიო”.

არ გინდა არა,არ იაზროვნო!არ დაავადდე მყრალი რეალობის რადიაციით.

ჯერ ადრეა,ჯერ სამყარო თოვლის ბაბუებით და კეთილი დეიდებითაა სავსე,კანფეტებს რომ გჩუქნიან.

მერეც გეყოფა ტანჯვა და ჰაერი.ახლა დახუჭე თვალები  ისე იცხოვრე.

მერე…მერე მოვა დრო –გაახელ თვალებს და ალბათ იმას დაწერ,რასაც მე ვწერ ახლა.

შენც იმას იტყვი–”რა ბედნიერი ვყოფილვარ ბავშვობაში” და გადადგამ ნაბიჯს,დაადებ მიწას ყურს და იტყვი რომ რევოლუცია მოდის.

შენ შეცვლი სამყაროს.

მაგრამ…მალე,მალე დაიბადე,თორე ძვლებიღა დარჩება.

გრძნობთ?

აყროლებული გვამები.რეალობა…

Advertisements

12 comments on “ჩემი ნესტოები შეურაცხყოფილია

  1. რას მიშვები, ნენსი, მკლავ?
    ღრმა ბავშვობიდან მეშინია თვლაების რომელიც ნერვულად მოძრაობენ ერთ-ერთი უჟასტიკის დამსახურებაა :)))

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s