ბედნიერი ერი

“ჩვენისთანა ბედნიერი

განა არის სადმე ერი?”

ეს SUCKართველოა.

აქ რობოტები ცხოვრობენ.მათი ტვინის ყოველი უჯრედი გამოტენილია იმ ინფორმაციით,რომელსაც ბავშვობიდან უნერგავდნენ.

აქ ყველას რაღაც აწუხებს გულის სიღრმეში,მაგრამ ხმას არავინ იღებს.

აქ ყველაზე მძაფრად იგრძნობა პატრიარქატული ტირანია.

აქ ისე ლამაზად შეფუთულ ტირანიას აწარმოებენ,რომ თითქოს “ოთხი ფეხი კარგია,ორი ცუდი” მაგრამ სინამდვილეში “ოთხი ფეხი კარგია,ორი–უკეთესი”.

აქ  ახალი წლის მოსვლა ყველას უხარია,მაგრამ არასოდესაა ეს წელი “ახალი”.

აქ ადამიანებს პირველი ნაბიჯის გადადგმის ეშინიათ.

ეს პირ–თვალ–ყურ ახვეულ არსებათა სამშობლოა.

ამ სამეფოს ტახტზე უსამართლობა ზის.

აქ ზოგჯერ სიყვარულიც დანაშაულია.

ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებით ვერასდროს ვერ დაამტკიცებ რომ ცხოველისაგან აზროვნების უნარით განვსხვავდებით,რადგან ეს უკანასკნელი არ აქვთ.

აქ  “წვეტასებში”გამოწყობილ ან არასახარბიელო გარეგნობის მქონე ადამიანს სირცხვილის დაფაზე აკრავენ და დასცინიან.აქ ადამიანების უბედობით ერთობიან.აქ შოვინიზმის ზეიმია (  http://www.facebook.com/groups/121711607885138/?ref=ts ) ღმერთო ჩემო გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა,ნუთუ  არასდროს გცმიათ ჭიპამდე აწეული შარვალი ???

აქ ისე განიკითხავენ სხვას,რომ არ ითვალისწინებენ ერთ რამეს–იგივე ცხოვრებით რომ ეცხოვრათ თვითონაც მშვენივრად მოიხდენდნენ წვეტიან ფეხსაცმელს.

ეს ქვეყანა სავსეა მრავალი ლუარსაბით და დარეჯანით.

აქ ყველაფერი ფსევდოა,ადამიანობაც კი.

აქ  კრიტიკის ქარ–ცეცხლში გაატარეს ადამიანი,რომელმაც იდეაში არაფერი დააშავა(და მარავალი ასეთი)–ეს არის ქალი,რომელმაც საკუთარი რძე გამოიტანა გასაყიდად.თუმცა მე იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი,რაც ამ პოსტში დაწერა ერთ–ერთმა ბლოგერმა ამ თემასთან დაკავშირებით.

ამ ხალხს ოდითგანვე სჩვევია ბუზის სპილოდ ქცევა.

დიახ,ეს ის საქართველოა სადაც  ყველაფრის მიუხედავად ხალხი ბედნიერი და კმაყოფილია.

და ბოლოს:

 “ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი –
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?”

Advertisements

19 comments on “ბედნიერი ერი

  1. მე ფსიქეს პოსტი მომეწონა.

    ის ფბ ჯგუფი დიდი საზიზღრობაა და საერთოდ, სოფლელი მენტალური კატეგორიაა და არა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული. სავსეა ქალაქები ცენტრალურ უბნებში დაბადებულ-გაზრდილი სოფლელებით.

    ისე, ბუზს სპილოდ ეს პროტესტანტული სეგმენტიც მშვენივრად აქცევს.

  2. ნენსი რა კარგი ხარ.ამაზე ერთი ჩემი ლექსი გამახსენდა.წლების წინ დაწერილი,ალბათ დაუხვეწავი და არცთუ კარგი მაგრამ მაინც ვთქვი იმ რითმებში მცირედი…

    ქართველი ერი დიდი განცდებით
    ჩვე გვგონია რომ ცამდე ვმაღლდებით.
    ქართველი ერი უტყვი აფრებით,
    დღეს უიმედო ფიქრში გავებით.

    ქართველი ერი ომის ამტანი
    ქართველი ერი თავის გამტანი,
    ულუკმაპურო უდრეკი სახით
    ათასი ერთთან გინდ იყოს მაინც..

    ერთის ცხოვრებით ერთობა ათი,
    მარტო არა ხარ არცეთი წამით,
    სადღეგრძელოში იკრებენ გრძნობებს,
    ხან ივიწყებენ ფიქრებში ყოველს.

    მორალს ებრძვიან მორალის სახელით
    და ერთს მალავენ,მეორის გამხელით,
    ასე გვაქვს ბევრი მდაბალი ცოდვა
    სასაცილოა ერთურთს ვმოძღვრავთ

  3. აქ ”წვეტასებში”გამოწყობილ ან არასახარბიელო გარეგნობის მქონე ადამიანს სირცხვილის დაფაზე აკრავენ და დასცინიან.აქ ადამიანების უბედობით ერთობიან.- მიხარია რომ ერთადერთი არ ვარ რომელისაც ეს საკითხი აწუხებს 🙂

  4. ბევრ რაღაცაში დაგეთანხმები, რაც გიწერია. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, ღირს თუ არა რომ რამის შესაცვლელად იბრძოლო? აგყვება კი ვინმე?

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s