ჰეფი ენდი

მოდი ჩემს ბედნიერ დღეებში შეგაჭყიტებთ და ერთ დღეს მოგიყვებით,როცა იმას ვგრძნობდი,რაც დიდი ხანია არ მიგრძვნია–ბედნიერებას.

ეს იყო მაშინ…

ჩვენ მაღალ ადგილზე ვიყავით ასულები,საიდანაც ჭიანჭველებივით მოჩანდნენ ადამიანები და მანქანების ხმა ყრუდ ისმოდა. ის ჩემს გვერდით იწვა და მიყურებდა,მეც ვუყურებდი თან სიგარეტს ვაბოლებდი და თვალს ვადევნებდი როგორ ადიოდა დაკლაკნილი ბოლი ცისკენ,მერე ქრებოდა…

ქვემოთ ხმელი წიწვები ეყარა,ზემოთ ხეები და ცა მოჩანდა..და ბოლი.

მარჯვენა ყურში ცხელი სუნთქვა ვიგრძენი–”მიყვარხარ”.მე არაფერი მიპასუხია,უბრალოდ შევხედე და გავიღიმე,თვალებმა კი უთხრეს–”მეც”.

მოსაღამოვდა…წიწვებით და ფიჩხით პატარა კოცონი გავაჩაღეთ.წითელი ალის ფონზე მოჩანდა მისი სახე და ხელები.ალბათ ჩემიც…

ეს იყო წუთი,როცა მეგონა,რომ  იქ ჩემი სახლი იყო.მეგონა,რომ არსად ვიყავი წასასვლელი,მეგონა იქ დავიძინებდი და დილით გაღვიძებულს მისი სახე შემომეგებებოდა ,მე კი ჟრუანტელი დამივლიდა და გავიღიმებდი.მერე…მერე ცას შევხედავდი,თვალებს დავხუჭავდი და ბოლომდე შევისუნთქავდი ამ ბედნიერ წამებს.

“მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?”

კოცონი ჩავაქრეთ და უკან როგორ ჩამოვედით არ მახსოვს…გზას მხოლოდ მთვარე ანათებდა.ისე ნათლად,ისე თეთრად…ლამაზი იყო.

გზაში ბევრჯერ ჩამეხუტა,როგორც ყოველთვის მითხრა– “ჰაგ მინდააააა”  მეც ვუთხარი “მოდი ჰა,ჭირი შენ” და ვიგრძენი თბილი ჩახუტება,რომელიც მთელი საუკუნე მინდოდა გაგრძელებულიყო მაშინ და ახლაც.უფრო ახლა…

ცოტა ქვემოთ ამაღლებული ადგილი იყო,საიდანაც ჯერ კიდევ ჭიანჭველებად მოჩანდნენ ადამიანები.

დავდექი…ცივი ნიავი ვიგრძენი სახეზე,მერე თბილი–ჩამეხუტა.

ასე უბრალოდ ვიდექით და ისევ სიგარეტის ბოლს ვუყურებდი,რომლის მიხვეულ–მოხვეული  ნაწილები გველივით მიიკლაკნებოდა ცაში.

და მე ბედნიერი ვიყავი….

უბრალოდ,ყველაზე ცუდი ისაა,რომ ზოგჯერ ბედნიერი დღეების გახსენება იმხელა ტკივილს გაყენებს,რამხელა ბედნიერებაც მოგანიჭა.

და დასასრულს,განწყობის შესაბამისი შავ–თეთრი ენდი…მომავალ პოსტამდე.მიყვარხართ.

Advertisements

20 comments on “ჰეფი ენდი

  1. ვიგრძენი თბილი ჩახუტება,რომელიც მთელი საუკუნე მინდოდა გაგრძელებულიყო მაშინ და ახლაც.უფრო ახლა…უფრო ახლა…უფრო ახლა…უფრო ახლა…უფრო ახლა…უფრო ახლა…უფრო ახლა………

  2. ლამაზი ისტორიაა… სევდიანი მოგგონებებით რასაც ვერ ვიტან…. გამხნევდი !
    STAY STRONG! ბედნიერება მხოლოდ წამებშია მერე მიჩვევა იწყება…. და თუ შენ გინდა ეს გრძნობა განმეორდება 🙂

  3. იმდენმა გითხრა გამხნევდიო, რომ მე აღარ გეტყვი.. ნენსი როგორც შენი ერთგული მკითხხველი გავბედავ და გეტყვი: მიყვარხარ! :დ:დ:დ არა მართლა! და მე გისურვებ ბეეევრ ბედნიერ მომენტს! ❤

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s