სინამდვილე

მე ნენსი ვარ.ნენსი,რომელიც  ჭკუას გარიგებთ და გეუბნებათ რომ ძლიერები უნდა იყოთ,რომელიც მხიარულად გელაპარაკებად ფეისბუქზე,აშეარებს ათას სისულელეს,უსმენს დადებით მელოდიებს,ღიმილით გესალმებათ,დედას ეუბნება რომ ყველაფერი კარგად იქნება,მამას შუბლზე ცივ ხელს ადებს და ანეკდოტებს უყვება რომ გაამხიარულოს…

ნენსი,რომელიც ცდილობს თავი მოიტყუოს.

ნენსი,რომელიც ყოველ ღამე  ტირის.

ნენსი,რომელიც  ბანაობის დროსაც ტირის.

ნენსი,რომელიც საზიზღარ დრამას უყურებს ყოველ ღამე,მხოლოდ იმიტომ რომ ტირილის მიზეზი ჰქონდეს,როცა დედა შეეკითხება.

ნენსი,რომელიც  უბრალოდ დაიღალა.

ნენსი ზოგჯერ სარკეში იყურება და ფიქრობს –”ვინ ვარ მე!”.

ნენსი დილით იღვიძებს  და ისევ ის საშინელი შეგრძნება აქვს ღამე რომ არ დააძინა.

ნენსის ყოველთვის უყვარდა ფიქრი.ოღონდ ახლა აღარ.ეზიზღება.

ნენსიმ იცით რა ქნა? ბანაობის დროს ტანი დაიკაწრა ფრჩხილებით და მერე დიდხანს იჩხუბეს ნენსიმ და ნენსიმ.

ნენსი ალბათ წინადადებაში მილიონჯერ წერს სიცილის სმაილს,მაგრამ არასოდეს იყო დარწმუნებული რომ ამ დროს არ ტირის.

ნენსის ენატრება.

ძალიან ბევრს ფიქრობს.

დიახ მკითხველო,ეს ის ნენსია რომ გარიგებთ არავისთან გააშიშვლო შენი გრძნობებიო, თვითონ კი  აგერ შიშველი დგას თქვენს წინაშე.

გრძნობების სტრიპტიზი გიცეკვათ.

არა,ის დოლარებს არ ელოდება თქვენგან.არაფერს არ ელოდება.

უბრალოდ გაშიშვლდა.

Advertisements

30 comments on “სინამდვილე

  1. ,,ნენსის ყოველთვის უყვარდა ფიქრი.ოღონდ ახლა აღარ.ეზიზღება.”

    ,,ნენსის ენატრება.
    ძალიან ბევრს ფიქრობს.”
    გამაგებინე,ფიქრობ თუ არა?:დ
    ერთხელ ეგ სტრიპტიზი უნდა მიცეკვო პირადად:დ
    იცი,აი მე ემოციებისგან არასოდეს დავცლილვარ და არც გავშიშვლებულვარ მსგავსად საზოგადოების წინაშე,ყოველთვის რაღაცას ვკლავდი და ვმალავდი სულში,შენ კი ამ პოსტით სტიმული მომეცი,უფრო სწორად მაჩუქე….

  2. კარგი იქნება ყველა ასეთი გულახდილი რომ იყოს… სარკეში ბევრჯერ ჩაიხედე არა იმიტომ რომ მაკიაჟი გაიკეთო იმიტომ რომ შენ თავს ბევრჯერ კითხო “ვინ ვარ მე?….” შენ ხარ შენ ამ პოსტს რომ ვკითხულობდი ეგ ვიფიქრე პირველად… არ თამაშობ… აი ის რასაც პირველს ვაფასებ ადამიანებში… მე? მე ძალიან მხიარული ვარ მაგრამ მეტისმეტად გუულჩვილი….. თითქმის ყოველ ღამე ვტირი რაზე არ ვიცი… მეტირება…. მაგრამ ამას ვერავინ ხედავს… არავინ იცის…

    https://www.xinvisiblex.wordpress.com–ხომ არ შემომივლიდი?

    • ესაა ჩემი ავტობიოგრაფია,რომელიც გავს შენსას და მიხარია 🙂 არა ის კი არ მიხარია რომ ასე ხარ,უბრალოდ მარტო რომ არ ვარ ის :))

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s