რა გითხრათ?რით გაგახაროთ?

ყველა ახალი წლის სამზადისშია ჩართული.იწერება მხიარული და ბრჭყვიალა პოსტები,ირთვება ნაძვისხეები,იბერება ბუშტები,მაღლდება წინასაახალწლო განწყობა და ყველა ბედნიერია.

აი მე კი ვზივარ  და ვფიქრობ გაუთავებლად ილიას სიტყვებზე–”აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი!.. რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ, ან ნანვითა ვთქვათ: “ჰოი, წამოვ სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!” წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილასვე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: “მოვედინ, დღეო სიხარულისაო!..”

მართლაც,განა ეს ახალი წელი შეცვლის რამეს?ჩვენ ხომ შარშან,იმის წინ და უფრო ადრეც ასე გვიხაროდა და შევნატროდით ამ დღეს,მაგრამ რა?არაფერი.დიახ,არაფერი ქართველნო.ჩვენ ისევ იმ ფეკალურ მასაში ვიძირებით,სადაც დიდი ხანია ჩავეშვით.

ჩვენ ისევ ახვეული გვაქვს თვალები და ვერ ვხედავთ უსამართლობას,ან ვხედავთ მაგრამ ხმას არ ვიღებთ.

ჩვენ ისევ ველოდებით როდის გადმოგვიგდებენ ძვალს.

ჩვენ ისევ ჩუმად ვართ,პირი გვაქვს ამოკერილი და არც ვცდილობთ გავარღვიოთ ძაფები და ვიყვიროთ.

ჩვენ ისევ  მშვიდად ვუყურებთ როგორ გვითელავენ ოცნებებს ფეხქვეშ.

ისევ ისევ ისევ…

როდემდე? ნუთუ არასდროს არ დადგება ახალი წელი,რომელის დროსაც ყველანი გავანგრევთ გისოსებს და გავთავისუფლდებით?

გვეღირსება ოდესმე “ახალი” წელი?  ახალი,სულ ახალი და არა ჩვეულებრივი “ახალი წელი”,რომელსაც ასე გულისფანცქალით შევნატრით.

მაპატიეთ,მე მაპატიეთ ამხელა პესიმიზმი.მაპატიეთ,რომ ვხედავ რა ხდება ჩემს გარშემო და ამის შემყურე “ახალი წელი” ჩემთვის “***ნერში უფრო ღრმად ჩასვლის დღესასწაულია”.

ჩავყვინთოთ უფრო ღრმად! აღვნიშნოთ ესოდენ მნიშვნელოვანი დღე!

მარაზმია დღევანდელი ცხოვრება.

გისურვებთ ბოლომდე შეიგრძნოთ მისი  სიმყრალე,მოიხსნათ ფერადი სათვალეები,შეცვალოთ რამე და ერთ მშვენიერ 31 დეკემბერს აღნიშნოთ “***ნერიდან ამოსვლის და სუფთა ჰაერში ნავარდის დღესასწაული”–ჭეშმარიტი ახალი წელი.

ახლა კი…ვუყურებ რეალობას თვალებში და ვეძებ რაიმე გასახარს,მაგრამ…რა გითხრათ?რით გაგახაროთ?

ეს კი ჩემგან,სიმბოლურად:

პ.ს. მაპატიეთ ხასიათი თუ  მოგიწამლეთ,უბრალოდ არ შემეძლო არ დამეწერა.

Advertisements

31 comments on “რა გითხრათ?რით გაგახაროთ?

  1. ამ პოსტით შენ ფაქტიურად ჩემი სათქმელიც თქვი და გამოხატე,მაგრამ მინდა რომ დავამატო–ეს პირველი ახალი წელია როცა რაღაცის იმედით ვარ სავსე,ასე მგონია 2012 წელი სწორედ იმ ***ნერიდან ამოსვლის ხანა იქნება და პირველად ჩემ ცხოვრებაში ოპტიმისტურად გავეწყვე ყველაფრის მიმართ,აი ვგრძნობ რომ რაღაც ძალიან კარგი გველოდება წინ…ნუ მართალია ჯერ–ჯერობით ფორევერ ელოუნებივით ვხვდებით ამ წელს,მაგრამ…..წინ მთელი 365 დღეა:)

  2. უპს.. :ს როგორი ცუდი განწყობაა ამ წინასაახალწლოდ. 😦
    ამბობენ,როგორ დაინახავ სამყაროს ისევ შენზეა დამოკიდებულიო და იქნებ გეცადა ცოტაოდენი ბედნიერებისთვის,ოდნაც დაგეხუჭა თვალები,მაგ ყოველივეზე.. 😦

  3. ჰო,მეც ეგეთი განწყობა მაქვს… ;/
    ყოველი წლის მიწურულს ერთი და იგივე. ახალი იმედები,ახალი ოცნებები და ათასი ჯანდაბა.
    გამოდგებიან ტელევიზორში,ჭიქებით ხელში და ათას პათეტიკურ სადღეგრძელოთი და ხალხს დააიმედებენ რომ მომავალი წელი იქნება ჩვენი გაერთიანების და გაბრწყინების წელი.
    და მერე უცებ ეჯმებათ ოცნებებში.
    ნახევარი წლის მერე უკვე გვბეზრდება და უკვე მომავალ წელს ვუწყებთ ხოლმე ყურებას,დეკემებრში ეს ყოველივე უკვე ამაზრზენ სახეს იძენს.

    “ახალი წელი” ჩემთვის “***ნერში უფრო ღრმად ჩასვლის დღესასწაულია”. +1

    პ.ს კარგი პოსტია და მთლიანად ვიზიარებ მის სათქმელს.

    პ.ს.ს ბოლოს მუსიკა ძალიან მაგარი იყო ^^

  4. ვიდეოზე დავეცი 🙂 , ნაცნობი განცდაა. კი ჩვენ ყველა ნეხვში ვართ ყელამდე და რაკი ვერ გამოვდივართ, არ უნდა წავიქცეთ მაინც, რომ თავზე არ გადაგვიაროს ფეკალიებმა…მინდა ახალი წელი პირდაპირი გაგებით და არა მხოლოდ კალენდარზე

  5. ცუდი განწყობა გაქვს საახალწლოდ და ეს ძალიან ცუდია.
    არ შეიძლება სულ ,მუდამ ცუდ რამეზე ფიქრი ..
    რაღაც აუცილებლად შეიცვლება ….
    ცვლილებების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია მომავალი წელი 🙂
    კარგზე იფიქრე და შეიქმენი კარგი განწყობა , ცუდზე ფიქრს სულ მოასწრებ ^_^

  6. და ეს განწყობა გაივლის, თან აუცილებლად.
    მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ცუდი ახალი წელი მქონია, ცუდი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მაინც ყოველთვის მგონია, რომ რაღაც გამორჩეულად კარგი უნდა მოხდეს, რაღაც უნდა შეიცვალოს. ჩემი უმრავლეს შემთხვევებში ღრმად პესიმისტური განწყობისა, ახალ წელს ყოველთვის იმედიანად ველოდები ხოლმე. ჰოდა რაღაც აუცილებლად შეიცვლება, აუცილებლად. და იმედი მაქვს 31-ში პოზიტიური განწყობით დაელოდები მოსაღამოვებას.

    • ახალი წელი ჩემთვის ცოტა სხვა რაღაცას ნიშნავს და აუცილებელი არაა 31ში იყოს.ისე კი 31ში ერთადერთი იმიტომ დაველოდები მოსაღამოვებას რომ სადმე წავიდე და გვაერთო,ან ვეცადო მაინც

  7. მაგაზე ვფიქრობდი მეც და გული დამწყდა, სიმართლეა! კიდევ ერთი ყოვლად ამორალური და არაქმედითი წელი. არაფერი არ შეიცვლება. საქართველოა.;/ სულ სქართველოს ვაბრალებ ჰომ?! მაგრამ მიდი და სხვა რეალური მიზეზი იპოვე

  8. არ შეურიგდე, პროტესტში და ბრძოლაში არის სიხარული… ისე კი ნუ იზამ, პესიმიზმის წუმპემ შენ თვითონ გადაგიაროს თავზე, იბრძოლე, ბრძოლა სიხარულია

  9. სულაც არა მაქვს საახალწლო განწყობა
    დღეს მთელი დღეა ვზივარ და მეც სულ ილიას სიტყვებს ვიმეორებ გულში . ძალიან ახლოოსაა ეს პოსტი ჩემთან . 😦

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s