მცნება#2 –იყავი მგელი,რათა არ დაგკლან ცხვარივით

ვერ ვიტან ცხოვრების გაკვეთილებს.ყველაზე საშინელი და  დაუნდობელია,მაგრამ ისე გასწავლის,რომ არასდროს აღარ დაგავიწყდება.

მეც გადავწყვიტე ბეჯითი მოსწავლე გავხდე  და დღემდე ჩატარებულ ყველა გაკვეთილს ვიხსენებ და ვინიშნავ,რომ არასოდეს აღარ დამავიწყდეს.

მაშ ასე,მცნება#2–იყავი მგელი,რათა არ დაგკლან ცხვარივით.

ფეხქვეშ გათელე შენი სისუსტე,გაანადგურე,მოსპე–ის შენ არ გამოგადგება.

პატივი ეცი საკუთარ თავს.

დედამიწა არაა სუსტი ადამიანებისათვის.ეს ბრძოლის ველია,სადაც სუსტები კვდებიან.

არასდროს არ მისცე სხვას იმის უფლება,რომ  დაგამციროს.არასდროს!

საკმარისია ერთხელ დამარცხდე,რომ დიდი ხნით დაკარგო გამარჯვების შანსი.

არასდროს დახარო თვალები.მტერს თვალი თვალში გაუყარე და უთხარი რომ ძლიერი ხარ.

არასდროს  გააშიშვლო შენი გრძნობები ყველასთან,დაიმახსოვრე რომ ირგვლივ მრავალი ბრუტუსი აწყობს აჯანყებას შენს წინააღმდეგ.

არასდროს მიუშვირო მეორე ლოყა როცა გაგარტყამენ,არამედ მთელი ძალით გაულაწუნე.

არასდროს  არ გაექცე პრობლემას,გაქცევა მხდალთა გამოსავალია.

არასდროს დაღვარო ცრემლი იმისთვის,ვინც ამას არ იმსახურებს.

არასდროს ჩაიდო პირში რევოლვერი,არამედ პრობლემას დაუმიზნე და გაანადგურე.

არასდროს დაიხიო უკან.

ყოველ წამს შეახსენე თავს–”შენ ძლიერი ხარ,შენ შეძლებ”.

თქვი–”მე არ მეშინია სუნთქვის” და ღრმად შეისუნთქე მყრალი რეალობა.

დაგღალა ბრძოლამ?დახუჭე თვალები და იოცნებე,ოღონდ არ დაგავიწყდეს ის,რასაც თვალის გახელის შემდეგ დაინახავ.მერე კი განაგრძე ბრძოლა.

ივარჯიშე,დაიყენე ნებისყოფის კუნთები.

შეხედე მთვარეს და იყმუვლე.

შენ ძლიერი ხარ,შენ შეძლებ.

Advertisements

42 comments on “მცნება#2 –იყავი მგელი,რათა არ დაგკლან ცხვარივით

  1. ძალიან კარგი და საჭირო გაკვეთილებია, სასარგებლოც, ოღონდ იცი რა? იმისათვის რომ ესენი შეასრულო, სულაც არაა საჭირო მგელი იყო… უბრალოდ ცხვარი ნუ იქნები და არ დაანებო არავის შენი შეჭმა. ცხოვრების გაკვეთილები ღისეულად უნდა აიტანო, მაშინ ხარ ძლიერი და ამ სასტიკ გაკვეთილებს გაუმგელებლად უნდა გადაურჩე… გაიხსენე “ვატერპოლო” და ბესამე…კარგი პოსტია.

    • მგლის სახით ძლიერი ადამიანის სახის წარმოჩენა ვცადე და არა სერიული მკვლელის.რათქმაუნდა გაუმგელებლად უნდა აიტანო,გეთანხმები.
      მიხარია თუ მოგწონს,გმადლობ .

  2. “არასდროს ჩაიდო პირში რევოლვერი,არამედ პრობლემას დაუმიზნე და გაანადგურე.”
    მომეწონა. სწორი მსჯელობაა, ოღონდ მგლობა თვისებებში არ უნდა გაგიჯდეს, სადაც საჭიროა იქ უნდა გამგელდე 🙂

    • კი ეგ ნამდვილად ცუდია.
      მეც საკმაოდ უნებისყოფო ვარ,ამიტომ დავიწყე უკვე ამაზე მუშაობა ჩემ თავთან.შენც იმავეს გირჩეევ.ძლიერი უნდა იყოშ ინაგანად პირველ რიგში.

  3. ცხოვრებას მასწავლიან შენი პოსტები ნენსი.. :)) როცა ვკითხულობ თითქოს ვხედავ როგორ მდგომარეუბაში ხარ. არ გიცნობ, მაგრამ დიდ პატივს გცემ! <3<3

  4. es cxovrebaa eseti tu tavi daxare, tu meore loya miushvire cxovreba ise gadagtelavs rogorc araraobas. unda ibrdzolo, unda ishromo imistvis rom am cxovrebashi sheni adgili daikavo. es arc ise advilia magram shesadzlebelia. arasdros daixio ukan. arasdros tqva “me chemi shesadzleblobebis maxsimumi amovwure”. es ase araa shen meti shegidzlia!!! cxovreba movida eseti. martlac mgeli unda iyo rom ar dagklan cxvarivit da ai swored mashin ipovni shens adgils cxovrebashi. seileba exla sisuleled migachndes magram gava dro da dainaxav rom es martlac esea, sakutar tavze gamocdi am yvelafers. gmertma qnas rom arasdros gamogacdevinot radgan es sashinelia. dzalian damamcirebelia da tu martla mogiwiat amis gamocda swored mashin mixvdebit “mglobis” mugams.

  5. “არასდროს გააშიშვლო შენი გრძნობები ყველასთან,დაიმახსოვრე რომ ირგვლივ მრავალი ბრუტუსი აწყობს აჯანყებას შენს წინააღმდეგ.

    არასდროს მიუშვირო მეორე ლოყა როცა გაგარტყამენ,არამედ მთელი ძალით გაულაწუნე”.
    ეს ორიი (h)

    • ჰო,მაგაზე დიდი ბედნიერება არაფერი არაა,როცა მკითხველს მოსწონს შენი ბლოგი ❤
      შენთანაც გამოჩნდება კეთილსინდისიერი მკითხველი,ნუ ღელავ :დ

  6. 🙂 საახალწლო პოსტში რომ კომენტარი დაგიტოვე, ვინანე, რადგან იმ კომენტარის საჭიროება ამ ფონზე ვეღარ ვიგრძენი 🙂 კიდევ უფრო შორს და უფრო მაღლა, როცა ადამიანი იბრძვის, ყველაფერი კარგადაა

  7. გეთანხმები სულ სულ სულ! თუ არ ესროლე სხვა მოგკლავს …. ჯობია იყო ცხვარი მგლის სულით….. ყველა შენს დამარცხებას მოინდომებს შენ კი უეცრად გაანადგურებ მას…

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s