შენ გიჟი ხარ

სიჩუმეშია ყველაფერი,რისი მოსმენაც მინდა.

სიბნელეშია ყველაფერი,რის დანახვაზეც ვოცნებობ.

მარტოობაა ჩემი ერგული მეგობარი.

მხოლოდ სიგიჟეში ვპოულობ ჩემს თავს და მხოლოდ უბედურებაში ვპოულობ ბედნიერებას…

არეულობაა ჩემი სიმშვიდე და სიგიჟე–გენიოსობა…

ამოუხსნელი არის ნათელი და ნათელი–ამოუხსნელი…

არ მესმის ის, რაც ესმის ყველას და არავის ესმის ის, რაც მესმის მე.

ვარ არანორმალური, მაგრამ ეს ხომ ნორმალურია…

მე გუშინ სიჩუმეს ველაპარაკე.

სიჩუმე გიყვება იმას,რასაც სიტყვები ვერ ამბობენ.

სიჩუმეს შეუძლია გაგიგოს ნებისმიერ მეგობარზე უკეთ,რადგან სიჩუმე შენ ხარ. უბრალოდ უსმინე სიჩუმეს…

რა ლამაზია ღამე…

შავი ბურუსი–იქ ჩემი ოცნებაა დამალული და ყოველთვის, როცა მზე ჩადის მე ვხედავ მას.

სიბნელეშია ჩემი მეგობარი მარტოობა და მრავლისმეტყველი სიჩუმე.

მიყვარს სიბნელე.

რატომაა უბედურება ჩემთვის ბედნიერება? –რადგან რომ არა უბედურება,ვერასოდეს გავიგებდი ბედნიერების ფასს.

მხოლოდ გიჟს შეუძლია გაიგოს სიჩუმის ხმა…და თუ შენ გიჟი ხარ ,ხარ გენიოსი. დაელოდე ღამეს, სიგიჟით სავსე ღამეს და იპოვნე შენი თავი…

ყური დაუგდე სიჩუმეს… იპოვნე სიმშვიდე მარტოობაში.

შენ გიჟი ხარ…

Advertisements

22 comments on “შენ გიჟი ხარ

  1. მომილოცავს, ნენსი, შენ საკუთარი თავის პოვნა დაიწყე! არასდროს შეგეშინდეს მაგ ყველაფრის. მარტოობა ყველაზე კარგი საშუალებაა საკუთარი თავის შეცნობის :*

  2. დუმილში ფერები და ხმებია…დუმილის არსი,მასში ჩაწვდომა სამყაროს წიაღთან დაბრუნებაა,იქ ის ძალებია ხალხმა რომ მიივიწყა.

    • იდეაში,რეალობიდან გაქცევას დიდი მინუსები აქვს,მაგრამ რეალობა ზოგადად ერთი დიდი მინუსია.
      ვიყოთ გიჟები…
      ნუ,მე ვარ უკვე,ახლა თქვენი ჯერია :დ

  3. ღამე – ადამიანის ყველაზე ერთგული მეგობარი, მარტოობაზეც კი. რადგან წყვდიადში ნიღაბი სრულიად ზედმეტია და უნებურად პირისპირ რჩები ყოველ არსებასთან, ყოველი არსების ჭეშმარიტ არსთან… ასევე უნებურად შეიცნობ საკუთარ თავს.

  4. სიჩუმეშია ყველაფერი,რისი მოსმენაც მინდა.

    სიბნელეშია ყველაფერი,რის დანახვაზეც ვოცნებობ.

    მარტოობაა ჩემი ერგული მეგობარი.

    მხოლოდ სიგიჟეში ვპოულობ ჩემს თავს და მხოლოდ უბედურებაში ვპოულობ ბედნიერებას…

    არეულობაა ჩემი სიმშვიდე და სიგიჟე–გენიოსობა…

    [[[ეს სიტყვები რომ წავიკითხე მეგონა შენ მე იყავი :))) ]]]

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s