მინდა…

დალევა მინდა გათიშვამდე და მერე სადმე სხვაგან გაღვიძება,რომ არ მახსოვდეს იქ როგორ მოვხვდი.

ყვირილი ბოლო ხმაზე “მოგსტყვნიათ პატრონი,მე მივდივარ” .

თოვლში გაწოლა და თვალების დახუჭვა.

მინდა გაქრეს ყველა სახლი და მათ ადგილას დიდი ხეები ამოვიდეს.

მინდა ჩაიმარხოს და გაიხრწნას ეს მკვდარი რეალობა და ოცნებების ახდენის ხანა დაიწყოს.

მინდა მამაჩემი იყოს კარგად.

მინდა შეყვარებულებს ნამდვილი წმინდა სიყვარულით უყვარდეთ ერთმანეთი.

მინდა დედამიწა ბედნიერი ადამიანებით იყოს სავსე.

მინდა  წითელი თმა.

მინდა ტყის დედოფალი ელფი ვიყო.

მინდა შეწყდეს ხალხის მონობა.

მინდა  ყველა მშობელს ესმოდეს თავიანთი შვილების.

მინდა მოისპოს ძალადობა.

მინდა  განიკურნოს ყველა ავადმყოფობა.

მინდა ადამიანები არ კვდებოდნენ.

მინდა ცისარტყელასფერებიანი ფიფქები.

მინდა თხილიანი შოკოლადის ხეები.

ბედნიერება მინდა.

სხვანაირი სამყარო მინდა.

მინდა ღმერთი ვიყო და შევქმნა ასეთი სამყარო,მერე მეც ჩამოვიდე და იქ ვიცხოვრო,ადამიანებს შორის.

მაგრამ ეს ყველაფერი ერთი დიდი ოცნებაა,ზოგი ახდენადი,ზოგიც შეუძლებელი.

მე ვოცნებობ,მაგრამ არ მავიწყდება –Dream on,but don’t imagine they’ll all come true.

26 comments on “მინდა…

  1. მოლის თქმის არ იყოს, ეგ ყველას უნდა და რაკი რეალურად შეუძლებელია, უნდა ეცადო, შენთვის შეიქმნა შენი სამყარო, სადაც მეტ-ნაკლებად კომფორტულად იგრძნობ თავს 🙂

      • ტყე ❤ ზოგადად ქალაქის ნაკლებმოყვარული ვარ 😀
        ისე, საკუთარი სამყაროს შექმნა არც ისე რთულია. თუნდაც ბლოგი, სადაც შენთვის არსებულ სამყაროს აცოცხლებ.. მგონი იდეალური სამყარო ყოველთვის არსებობს, უბრალოდ ვერ ვხედავთ (ვერ აღვიქვამთ )

  2. რავიცი,ჩემი აზრით იდეალური არაფერი არ არსებობს.შეიძლება ოცნება იყოს იდეალური,მაგრამ როცა ახდება იდეალური აღარ იქნბება,რადგან უკეთესი მოგინდება.
    ბლოგი მართლაც კარგი რამაა.მეგობრის მაგივრობა გამიწია,სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა.
    ქალაქი და ხალხმრავლობა მძაგს.რა ჯობია ტყის სიმშვიდეს და ხეების სურნელს ❤

    • მე მაინც პირიქით ვფიქრობ. პირველწყარო ყოველთვის იდეალურია, უბრალოდ ჩვენ ვერ აღვიქვამთ ყველაფერს სწორად.
      ბლოგზე მეც ეგრე ვარ. მივეჯაჭვესავით უკვე. ორიოდ დღის წინ ცადეს ჩემი ბლოგისთვის დაცინვა და შემომთავაზეს წამეშალა )) და მივხვდი რამდენად ჩემიანია აქაურობა 😀
      ტყის სიმშვიდე.. მდინარისს ხმა.. ❤ იცი როგორ მომენატრა? ზაფხულს ველი ..

  3. იცი როგორ ჩავიკითხე :დ მინდა, მინდა, ესეც მინდა, აუ ესეც, ესეც და ესეც მინდა …. და შესაძლებლიდან უცებ წითელი თმა მომინდა :დ

  4. დაგეთანხმები მეც ეგ მინდა ერთი გამონაკლისის გარდა…. “მე მინდა ადამიანები არ კვდებოდნენ”– აი ამის გარდა…. ისე ხომ ადამიანები ვერ ვაფასებთ სხვებს…. ამიტომ სიკვდილი ჩემი აზრით საჭიროა 🙂

Leave a reply to Nann კომენტარის გაუქმება