გალაკტიონი

პირველ რიგში  მინდა აღვნიშნო,რომ არ მიყვარს საერთასორისო მოვლენებზე ადეკვატური გამოხმაურებები.მე არ დამიწერია პირველ თოვლზე და ივანიშვილზე,კვერცხებზე დადგმულ “შლოპანცებზე” და 11.11.11–ზე.

მაგრამ მე არ შემიძლია არ დავწერო დღევანდელ დღეზე.დღზე,როდესაც ჩემთვის და მრავალი ადამიანისათვის მნიშვნელობანი და პატივსაცემი პიროვნება–გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა.ჯერ კიდევ მაშინ,როდესაც მე და კითხვა სხვადასხვა მცნებები ვიყავით,მე ვკითხულობდი გალაკტიონს.ის,რაც მისი ლექსების კითხვისას მემართება,მორალურ ორგაზმს გავს.

თითქმის ისეთივე ბედნიერებას და სიამოვნებას მანიჭებს მისი პოეზია,როგორსაც ოცნება.ვხუჭავ თვალებს,ვივიწყებ ყველაფერს  და …

“ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი

ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს…

ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!

მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,

და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,

მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე…

ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!

აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,

აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,

ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,

ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული…

და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,

ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,

თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,

და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;

თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს

მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,

თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,

სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;

რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,

რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,

რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,

რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,

რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი…

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! “

არა,თვალებს არ ვახელ.ვერ ვახელ…ისევ,ისევ,ისევ და ისევ ვიმეორებ რომ არასდროს არ შობილა  მთვარე ასე წყნარი…

გალაკტიონის “ქნარი” ნამდვილად საუკუნო გამოდგა.მან შეაღწია ბევრ ადამიანში,რადგან მისი ტკივილი ძალიან ნაცნობია ჩვენთვის.გალაკტიონმა შეძლო ის,რომ მკითხველს ათქმევინა–”ეს ლექსი ჩემია”.არ გიფიქრიათ,რომ თქვენზე იყო დაწერილი”მე და ღამე” ? მე კი….

მართალია,მან სიცოცხლეშივე მეფედ იკურთხა თავი,მაგრამ ის მაინც წერდა:

“რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?”

არვიცი საქართველომ რა მისცა მას,მაგრამ  თვითონ რომ მისცა საქართველოს დიდი საგანძური,ცხადია.

ისღა დამრჩენია შოთა ნიშნიანიძის გალაკტიონისადმი მიძღვნილი “ლეგენდა” დაგიტოვოთ,რომელიც ალბათ ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელია…

“თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: – როგორ დავბადოთ

კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,

რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,

ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც.

პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:

დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.

წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,

ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.

ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა

და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,

სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,

ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშედ,

დავბადოთ მგოსნად

და უთუოდ –

საქართვალოში…

იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,

თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.”

მომავალ პოსტამდე :))

Advertisements

7 comments on “გალაკტიონი

  1. ასეთ ხალხს, ივანიშვილზე და კვერცხებზე რომ არ წერს, განსაკუთრებით ვაფასებ 🙂

    კარგი დღე გაგხსენებია. გალაკტიონის ლექსები თავისთავად მიყვარს, მაგრამ ეს ბოლო”ლეგენდაც” გამიხარდა.

  2. ვგიჟდები ამ ადამიანზე და მის ნიჭზე. ❤ და მის ლექსებზე და მის პიროვნებაზე.. განსაკუთრებით ამაყი ვარ,რომ ერთი წარმომავლობის ადგილი გვაქვს. 🙂

  3. ედიტ პიაფს ვუსმენდი ამ პოსტზე რომ გადმოვედი 🙂 მოუხდა გალაკტიონს თუ პირიქით 🙂

    ხანდახან იმდენად ახლოა ჩემთან.. ”იანვარს მოძმედ არ ვეძნელები” ზოგჯერ ჩემი სიტყვები მგონია 🙂

  4. მიწიდან თითქოს ალი ავარდა
    და კაელიოც ზეცას ეხება,
    უცებ სატანამ გაინავარდა
    და შორი მეხი მეხს ეტეხება.

    მიაქვთ ორკესტრი ძლიერად ორკეცს
    ორატორიებს… მთაზე ატანა…
    გრიალი გააქვს მსოფლიო ორკესტრს,
    მას დირიჟორობს თვითონ სატანა.

    უნდობელია მისი გენია,
    არც შებრალება, არც შეცოდება,
    ჯერ დედამიწას არ მოსმენია
    მსოფლიოს ბაგეთ ასე გოდება.

    ყოველ გულს ნამავს შხამიან ნესტრით,
    სულს ხორციელის ეხება დანა,
    გრგვინავს ორკესტრი, გრგვინავს ორკესტრი,
    მას დირიჟორობს თვითონ სატანა.

    პირველი, მძაფრი და შხამიანი,
    სუსტი, შეუცნობ დედას და მამას
    გოდებს წამებით ადამიანი,
    ორკესტრი მარად იგლოვებს ამას.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s