მცნება#1–არ დაგეგმო

რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს ადამიანი,მით უფრო ბევრ რამეს ხვდება.

ადამიანი იზრდება და ამ ზრდის განმავლობაში ნაბიჯ–ნაბიჯ მიდის წინ,ცხოვრებას სწავლობს.ყოველ ნაბიჯზე ახალ აღმნოჩენებს აკეთებს და ასე ყალიბდება მისი პრინციპები,მსოფლმხედველობა,იდეოლოგია და იძენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

ასე,ერთ–ერთ ნაბიჯზე აღმოვაჩინე,რომ გრანდიოზული რამ არასოდეს არ უნდა დაგეგმოს ადამიანმა.როდესაც რაიმე მნიშვნელოვანს გეგმავ,ან 100%ით უნდა იყო დარწმუნებული მის უეჭველობაში,ან იმედგაცრუებისთვის უნდა იყო მზად.წინააღმდეგ შემთხვევაში გეგმის დამსხვრევა საშინელად იმოქმედებს შენზე.

პატარა გეგმებზე არ მაქვს საუბარი.მაგალითად,მიდიხარ მაღაზიაში და გინდა იყიდო სნიკერსი,ანუ დაგეგმე სნიკერსის ყიდვა.მიხვედი და ნახე რომ არაა,ამის შედეგი ძალიან მცირე იმედგაცრუებაა და მეტი არაფერი.

მაგრამ,ვთქვათ შეგიყვარდა.ისე ძლიერ შეგიყვარდა,რომ ეჭვი არ გეპარება თქვენი ურთიერთობის მარადიულობაში.შენ დაგეგმე მთლიანი ცხოვრება მასთან ერთად,მიანდე მას მრავალი ლამაზი ოცნება,მთლიანად მასზე გახდი დამოკიდებული.მაგრამ ამ გრანდიოზულ გეგმაში გათვალისწინებული არ იყო,რომ ადამიანები იცვლებიან.ისიც შეიცვალა და ერთ დღესაც გითხრა,რომ აღარ უყვარხარ.აი აქ დაიმსხვრა შენი ლამაზი,მაგრამ გულუბრყვილო გეგმა და განიცადე ისეთივე ძლიერი იმედგაცრუება და ტკივილი,როგორიც შენი სიყვარულია.

სწორედ ასეთი შედეგისაგან მინდა ავიცილო თავი,ამიტომ ჩემი ერთ–ერთი მთავარი პრინციპია(მცნება)–არ დაგეგმო.

კარგი იქნება თუ ამას გაითვალისწინებთ და თავიდან აირიდებთ იმ საშინელ გრძნობას,რომელსაც იმედგაცრუება ჰქვია.

Advertisements

22 comments on “მცნება#1–არ დაგეგმო

  1. ცხოვრებაში ყოველი წუთი და წამი დაგეგმილი მაქვს, გარკვეული წვრილმანების გარდა, მაგრამ არაფერში არ შევმცდარვარ, ასე უფრო მარტივია ცხოვრება, როცა იცი სად, როდის რას იზამ…

    • ეგ ერთეულებისთვისაა ასე მარტივი.
      პირადად ჩემთვის ასეთი დაგეგმილი ცხოვრება ფრიად უინტერესოა და რისკიანიც,გარკვეულწილად.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s