რეალისტი VS რომანტიკოსი

რითი განსხვავდება რომანტიკოსი რეალისტისაგან?

რეალისტისათვის ნიავი ჟანგბადის ჰორიზონტალური გადანაცვლებაა,რომანტიკოსს ნელი სიო ელამუნება  დალალებზე.

რეალისტისათვის მთვარე დედამიწის თანამგზავრია,რომანტიკოსისთვის კი ერთ–ერთი მეგობარი,რომელსაც ყოველღამე ელაპარაკება.

რომანტიკოსს მონატრებისაგან გული ეკუმშება.რეალისტმა იცის,რომ ვერ ნახავს მას,ვინც ენატრება,ამიტომ ტყუილად არ იკუმშავს გულს.

რეალისტისათვის წვიმა ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა.რომანტიკოსი გადის წვიმაში,ხელებს შლის,ბზრიალებს და ამბობს რომ ცას ცრემლები სცვივა.

რომანტიკოსი თავს იკლავს იმის გამო,რომ საყვარელი ადამიანი მოუკვდა,რეალისტი რეალისტია და იცის რომ ცხოვრება გრძელდება.

რეალისტს უყვარს,რომანტიკოსს მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია და როგორც ჰაერი ისე სჭირდება.

რეალისტს სცივა,რომანტიკოსს ხელები ეთოშება და არავინ ჰყავს გვედით რომ გაუთბოს.

რეალისტი ტკბება იმით,რაც აქვს,რომანტიკოსი ოცნებობს.

რეალისტს არა აქვს ოცნებები,მას რეალობა აქვს.

რეალისტი არ ტირის ბალიშში თავჩარგული,არ უნდა სველ ბალიშზე დადოს თავი.რომანტიკოსის ბალიში წყლით სავსე ბუშტს გავს.

რეალისტი ხედავს რეალობას.რომანტიკოსიც ხედავს,მაგრამ ვარდისფერი სათვალიდან.

რომანტიკოსისათვის ოცნება გზაა წამიერი ბენდიერებისაკენ,მერე თვალს ახელს და უხეშ რეალობაში ხვდება,ეს არ მოსწონს,ამიტომ იღებს ფუნჯს და აფერადებს მას ^^

რეალისტი ფიქრობს რომ  ეს ერთი ჩვეულებრივი პოსტია,რომანტიკოსი კი ბედნიერია,რადგან თავისი თავი ამოიცნო.

მე რომანტიკოსი ვარ და მიყვარს ოცნება.

და საერთოდაც:

მომავალ პოსტამდე ^^

Advertisements

26 comments on “რეალისტი VS რომანტიკოსი

    • საინტერესოა.
      მე არ უარვყოფ რომ რეალისტსაც შეიძლება ჰქონდეს ოცნებები,მაგრამ მისი ოცნებები რეალურია,ასრულებადი.რომანტიკოსები კი ხშირ შემთხვევაში შეაუძლებელ ოცნებებს ხატავენ.
      რეალისტშიცაა ოდნავი რომანტიკა და რომანტიკოსშიცაა რელიზმი რათქმაუნდა,მაგრამ რეალისტი მაინც რეალისტია,რომანტიკოსი კი რომანტიკოსი.
      შუალედი ძნელი მისაღწევია.

      • მადლობა! კი რა თქმა უნდა გეთანხმები! ძნელია! ძალიან ძნელი! უბრალოდ არ მინდა დავიჯერო რომ მართლა ეგრეა! მე ვცდილობ!

  1. სხვათაშორის მეც ვცდილობ შუალედის მიღწევას,მაგრამ რომანტიზმი უფროა ჩემში.
    მშვენივრად აღვიქვამ რეალობას,მაგრამ ბევრი არარეალური ოცნება მაქვს.შეიძლება ითქვას რომ შუალედთან ახლოს ვარ.
    მიხარია რომ ცდილობ :*

    • კარგია ძალიან! მეც მაქვს რამდენიმე არარეალური ოცნება! ვერ გეტყვი აგისრულდება ასეთები როდესმეთქო რა აზრი აქვს, უბრალოდ გისურვებ, რომ ამ რეალობისგან და ამ რელობისთვის აუცილებელი ოცნებები აგსრულებოდეს! 🙂

      • კი, თუმცა აღიარე რომ რეალისტს გაცილებით უშფოთველი ცხოვრება აქვს, რეალისტს შეიძლება მთელი კვირა არ შეეცვალოს განწყობა როცა ემოციურ რომანტიულებს დღეში რამდენჯერმე გვეცვლება, აი დაახლოებით იგივეა რომ მთელი ცხოვრება მოტოციკლეტზე იჯდე, დამღლელია, ზოგჯერ გინდა რომ საჭე ცალი ხელით გეჭიროს, მეორე გარეთ გქონდეს გადაყოფილი და სავარძელში ჩაწოლილი მუსიკას უსმენდე.

  2. განწყობის ხშირი ცვლილება უფრო საინტერესოა ჩემთვის,ვიდრე ერთი კვირა ერთი ემოცია.
    ორივეს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.ზოგჯერ რომანტიკოსს რეალისტზე უკეთ შეუძლია სავარძელში ჯდომა და მუსიკის მოსმენა.

  3. სამ კრიტერიუმში რეალისტი გამოვდივარ, დანარჩენში -რომანტიკოსი..
    რა ჩემი ბრალია, თუ ბაგეზე დაცემულ თოვლს ოცნებაში გადავყავარ? 🙂

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s