უწი პუწი

მე ყოველთვის ვოცნებობდი შენზე,თითქმის ბავშვობიდან.რამოდენიმეჯერ სხვაშიც კი შემეშალე,მეგონა მოხვედი,მაგრამ შევცდი,ჯერ ადრე იყო შენს გამოჩენამდე…

მე ბევრს ვოცნებობდი,რადგან მხოლოდ იქ გხედავდი.ოცნებაშივე შემიყვარდი.

მერე გამოჩნდი.პირველად ვნახე ჩემი ახდენილი ოცნება და პირველად ვიგრძენი თავი ბედნიერად.

ოცნებასაც შევუყვარდი.დაუჯერებელია არა?ოცნებას ვეხები,ვეხუტები,მიყვარს,ვუყვარვარ…

გიხეტიალიათ ოდესმე ოცნებასთან ხელჩაკიდებულს?მე კი…

დავდივათ უაზროდ,ვგრზნობ მის თბილ ხელს და არ მინდა გავუშვა.ვეხუტები და მინდა არასოდეს დამთავრდეს ის წამი.ბედნიერი ვარ და მეშინია.მეშინია,რადგან უცნაურად კარგად ვარ.დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა,უცნაური,ავისმომასწავებელი სიჩუმე რომ დაისადგურებს ხოლმე.

ვლაპარაკობ დაუღლელად,ბევრ სისულელეს,ის კი მიყურებს და ვუყვარვარ ასეთი,სულელი.

ზოგჯერ უბრალოდ მინდა ჩუმად იჯდეს ჩემს გვერდით.ვგრძნობდე რომ ჩემთანაა,ესეც მყოფნის.ვეჩხუბები ბევრს,უაზროდ,მერე ამდენი ჩხუბისაგან დაღლილს მეცინება და ვეუბნები რომ მიყვარს…

მასთან ყოფნამ შემაყვარა სიტყვა “ჩვენ”.ჩვენ–კარგი სიტყვაა ხომ?ჩვენ,ჩვენ,ჩვენ,ჩვენ…

მე უიმისოდ ყველაზე უბედური და ფორევერ ელოუნი ვიქნები.ყველაზე ტროლი,ტროლთა შორის.

მე ისიც მიყვარს,როგორ აბოყინებს ხომლე რომანტიკულ სიტუაციებში და როგორ გვეცინება ყველაზე გულწრფელად და გემრიელად.

მხოლოდ ერთი რამ არ მიყვარს,როცა მიდიხარ..არასოდეს არ ვიყურები უკან.შენგან გადადგმულ პირველ ნაბიჯშივე უკვე მენატრები და მომავალ შეხვედრაზე ვოცნებობ.ამ ოცნებაში მოდის ის დღე და ჩვენ ისევ ერთად ვართ,ვწევართ ბალახზე და ვუყურებთ ერთმანეთს.მე გთხოვ რომ ჩუმად იყო და უბრალოდ მიყურო,შენ კი აბოყინებ.მერე ვიცინით გულიანად …

გკოცნი,გეხუტები,მიყვარხარ,შენც,ვიცინით,გიღუტუნებ,თმებს მიჩეჩავ,გეჩხუბები,მერე უკან არ ვიხედები და ვიწყებ ოცნებას მომავალ შეხვედრაზე…

Advertisements

15 comments on “უწი პუწი

  1. ზოგჯერ უბრალოდ მინდა ჩუმად იჯდეს ჩემს გვერდით.>>>>>>>

    დუმილის პოეზია

    მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე –
    როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
    თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
    და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
    შენგან ვისახსოვრე… და სადმე თუ არის,
    მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
    მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე –
    როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

    გიორგი საჯაია

  2. უი, რა კაი პოსტია და რა არარომანტიული ფოტო 🙂
    მიხარია, რომ გიყვართ ერთმანეთი….საკუთარი გრძნობების ასე ზუსტად აღწერა ცოტას შეუძლია… 🙂

    • გმადლობ.
      ფოტოს რაც შეეხება,სიმბოლური დატვირთვისაა და რომანტიკულიცაა ჩემთვის,რადგან ფოტოზე გამოსახულ წყვილს საკმაოდ ტრაგიკული და რომანტიკული თავგადასავალი აქვთ.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s