ბედი

ხშირად ვამბობ,რომ ადამიანი საინტერესო ქმნილებაა.თუნდაც იმიტომ,რომ ათასი უბედურება გამოიგონა.ერთ–ერთი ასეთი რამაა–ბედი.

რა არის ბედი?–ეს არის ადამიანის ერთგვარი to do ლისტი.წარმოიდგინე წიგნი,სადაც დეტალურადაა აღწერილი შენი ცხოვრება,დაბადებიდან სიკვდილამდე.ამ წიგნში თავმოყრილია შენი წარსული,აწმყო და მომავალი.

ძალიან ბევრს ადამიანს სჯერა ბედის არსებობის.ასეთი ადამიანები მიიჩნევენ,რომ რაც უწერიათ არ ასცდებათ,რომ განსაცდელი ბედმა არგუნათ წილად,ბედს ვერსად დაემალები და მრავალი ასეთი ჩემთვის სისულელე.

ამ საკითხს ძალიან ირონიულად ვუყურებ,მაგრამ კარგად რომ დაფიქრდე ამაზრზენი უფროა.

კარგი,ვთქვათ არსებობს ბედი.მაშინ გამოდის,რომ  ვიღაცამ თუ რაღაცამ დაწერა სცენარი,რომლის მთავარი გმირი ხარ შენ–პატარა მარიონეტი,რომელსაც მართავენ.შენი ცხოვრება დაწერილია და მხოლოდ იმიტომ არსებობ,რომ შეასრულო როლი,მოგწონს თუ არა ეს.როლი დამტკიცებულია ,მარიონეტი–შერჩეული.პატარა სამყაროდან ვერსად ვერ გაექცევი იმ დიად ხელს,რომელიც გმართავს და შენ უსუსურს ისღა დაგრჩენია,რომ დაემორჩილო განგებას და ბოლომდე შეასრულო შენი დანიშნულება.

მართლაც რომ ამაზრზენია.

მე არ მჯერა ბედის,არ ვარ მარიონეტი,ჩემი ცხოვრების სცენარს მეთვითონ ვწერ და მასში მონაწილე მსახიობებსაც მე ვარჩევ.

ხოლო იმათ,ვისაც ბედის სჯერა,ბედის ნამცხვარს ვაჩუქებ:

Advertisements

20 comments on “ბედი

  1. ბევრს სჯერა ბედის და ბედისწერის. ასაბუთებენ კიდეც.

    მე უფრო იმის მჯერა, რომ სამყარო კანონზომიერია, არაფერი იკარგება და და თუ სადმე მოაკლდა, მეორე ადგილას აუცილებლად მოემატება. ეს ოდნავ სხვა რამე.

    პ.ს. ის წინა პოსტი რა უბედურება იყო? 😦

    • კომენტარისთვის მადლობა.
      წინა პოსტს რაც შეეხება,მძიმე შემთხვევაა :დ მოკლედ,ჩემს ბიჭს დავპირდი,რომ მცირე დროში ბევრ ვიზიტორს გავატროლებდი :დ სულ ეს იყო…
      წარმომიდგენია შენი სახე :დ მე მაპატიე იმედგაცრუებულო მკითხველო,აღარ განმეორდება :დ

      • იმედგაცრუება ნაკლებად, უბრალოდ, არ მიყვარს, როდესაც მატყუებენ და კიდევ უფრო არ მიყვარს, როდესაც ჩემს “გატროლებას” ცდილობენ.

  2. მე არ მჯერა ბედის,არ ვარ მარიონეტი,ჩემი ცხოვრების სცენარს მეთვითონ ვწერ და მასში მონაწილე მსახიობებსაც მე ვარჩევ < საინტერესოა! მეც ამ აზრის ვარ და გეთანხმები რომ ადამიანები ჩვენ თვითონ ვირჩევთ ცხოვრებას, ჩვენივე ბრალია პრობლემებიც და კმაყოფაც. ბედი არა ისა! :დ

  3. არ მჯერა ბედისწერის, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული 😉

    “მე არ მჯერა ბედის,არ ვარ მარიონეტი,ჩემი ცხოვრების სცენარს მეთვითონ ვწერ და მასში მონაწილე მსახიობებსაც მე ვარჩევ.” – მომწონა 😉

    • მამაჩემი კომაშია–უბრალო ფაქტია,რომელიც ჩემზე სრულიად არაა დამოკიდებული,მართალი ხარ.
      მაგრამ (!) ეს შემთხვევითობაა და არა ბედისწერა.

  4. ძალიან ვწუხვარ :/
    შემთხვევითობებს რაც შეეხება, მომკალი და არ მჯერა შემთხვევითობების. რაც უფრო მეტს ცხოვრობ, მით უფრო ვრწმუნდები რომ რაღაცა არსებობს

    • მე კი პირიქით,შემთხვევითობა მგონია ყველაფრის თავი და თავი.
      ნუ,დავას აზრი არა აქვს,ორივვენი ჩევნს აზრზე დავრჩებით და იმიტომ :დ
      ისე კი ეგ “რაღაც” რომ არსებობდეს,მე დღესვე წავალ და თავს მოვიკლავ,იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება დაგეგმილია,ხომ ხვდები რა …

  5. გეთანხმები 100%_ით , ბედი არ არსებობს , ბედი იმ ადამიანებმა მოიგონეს ვინც ცხოვრებაში ვერაფერი ვერ გააკეთა რაც უნდოდა და ბედს დააბრალა და სულ ამას ამბობენ – ” რა ვქნა ბედი არ მაქვსო” – ვინც რაღაც დაკარგა და ესეც ბედს და უბედობას დააბრალა , ბედი თავის დაძვრენის საშუალებაა იმის აღიარებისგან რომ რაღაც ცუდი თუ მოხდა ჩვენი ბრალია , ან უბრალოდ როცა რაღაცას ვერ ვხსნით რატომ მოხდა , არ გვინდა დავიჯეროთ რომ უბრალო შემთხვევითობა იყო და მეტი არაფერი შემოგვაქვს ცრურწმენა – ბედი , მე ვერ ჩავთვლი იმ ადამიანს ნორმალურად მოაზროვნედ ვისაც ბედის სჯერა

  6. მე არ მჯერა ბედის,არ ვარ მარიონეტი,ჩემი ცხოვრების სცენარს მეთვითონ ვწერ და მასში მონაწილე მსახიობებსაც მე ვარჩევ < საინტერესოა! მეც ამ აზრის ვარ და გეთანხმები რომ ადამიანები ჩვენ თვითონ ვირჩევთ ცხოვრებას, ჩვენივე ბრალია პრობლემებიც და კმაყოფაც. ბედი არა ისა! :დ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s