ბავშვი

როგორც იქნა გამოვძვერი ამ მყრალი ინკუბატორიდან.კიდევ 2 თვე ვეღარ მოვითმინე და გამოვიპარე,მომბეზრდა  ეს საშინელი საკვები .

ვერასდროს ვიფიქრებდი ასე თუ გაუხარდებოდათ ჩემი ამოტირება.

ჰა,ჩამიდე ეგ შენი დამჭკნარი ძუძუ პირში,მშია.

მოჯმის დროა.მშვენიერი ენაა ტირილი..გშია?იტირე.ჩაიჯვი?იტირე.გეძინება?იტირე.

მემგონი დედაჩემს მაყურებლით სავსე დარბაზი ვგონივარ და მიმღერის რაღაცას.

ღამეა,დროა ძილი დავუფრთხო ამ ნაბიჭვრებს. .

–ბავშმა გაიღვიძა.

–ცდებით,ბავშმა გაგაღვიძათ.

გმადლობ დე,მშვენიერი მკერდი აქვს ჩემს ახალ ძიძას.ჰეი ძიძავ,ძუძუ მაჭამე.

ბაღი,კარგი გასართობია.ამ შენობაში ამდენი დაუნი არსება ვინ შეყარა  ნეტავ.

–დედა უფრო გიყვარს თუ მამა?

–არცერთი.

დღე,როცა ინკუბატორიდან გამოვძვერი..დავიჯერო ამდენ ხალხს გულწრფელად უხარია ჩემი დაბადების დღე თუ მიზეზი შოკოლადის ტორტია?

სკოლა..მასწავლებელს პროთეზი გადმოუვარდა პირიდან გაკვეთილის ახსნის დროს და ეს იმდენად ამაზრზენი იყო,რომ ნაგვის ურნა ვესროლე.კარგი მიზანი მაქვს.

–რა გამოხვალ რომ გაიზრდები ?

– არ ვაპირებ გაზრდას.

რას არ ისწავლი ფილმებიდან.აი მაგალითად:თამაშობ ბურთით,უცებ ეს ბურთი გზაზე გაგორდება შენც გაეკიდები,თვალებში ფურგონის შუქი შემოგანათებს და ბუხ.მერე შენს კლონს გააკეთებენ გულმოკლული მშობლები,რომელიც ბრაკი გამოდგება და მოკლავს ორივეს.

–დე,ბურთი მიყიდე.

ესეც ასე,მშვენიერი ამინდია სიკვდილისთვის.

მაესტრო,ფურგონი!

პ.ს. გადავრჩი.

Advertisements

12 comments on “ბავშვი

  1. მეც იგივე პრობლემა მაწუხებს–დროის უქონლობა,ეეე არადა რამდენი კრეტიული იდეა მაქ პოსტებთან დაკავშირებით.შაბათ–კვირა რომ არ იყოს,არ ვიცი რა მიმსხვერპლებდა–დაღლილობა თუ ჩემივე ხელით მოსრწაფებული სიკვდილი?!

    • რას ვიზამთ…სხვათაშორის კიდევ ცუდი ისაა,რომ ხშირად იმდენი აზრი მერევა თავში,რომ ვერაფერსაც ვერ ვწერ .არადა მინდა დაწერა.ასეთებიც ხდება.

  2. წერით კარგად წერ, მაგრამ…
    სამყარო სულაც არ არისშავ-თეთრი. იმ უარყოფითში, მომაბეზრებელ რუტინაშიც არის ხასხასა ფერები.
    გაიღიმე რა… და შეეცადე უფრო მეტი სიმწვანე დაინახო, გთხოვ:)

  3. არა,მე არ შევიცვლები რათქმაუნდა :დ
    პოსტის წერის დროს გათვალისწინება ვიგულისხმე,რადგან როგორც ჩანს ეს პესიმიზმით გაჟღენთილი პოსტები თლა კარგად არ მოქმედებს მკითხველზე :დ
    მაგრამ არა,არ გამომივა,იმ წუთას რასაც ვგრძნობ იმას ვწერ და…
    ენივეი,არ შევიცვლები :*

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s