სიცივე

აი მეც დავბრუნდი!დიდი ხანია არაფერი არ დამიწერია,სიცივემაც იფიქრა წავალ ახლა ნენსის შევაწუხებ და პოსტის დაწერას შთავაგონებო,ჰოდა:

აცივდა…

კარგად მახსოვს ზაფხულში როგორ მინდოდა ეს უკანასკნელი მომხდარიყო.ახლა პირიქით,ზაფხული მენატრება,როგორც ვვარაუდობდი.

უცნაურია ალბათ,მაგრამ ზოგჯერ მსიამოვნებს როცა მცივა.მიყვარს ჩემი გაწითლებული ცხვირი,გათოშილი ხელები,ამოსუნთქვისას გამოშვებული სიცივის ბოლები და თბილ ლოგინში შეძრომა.

მაგრამ უარყოფითი მხარეებიც აქვს სიცივეს,რომლებმაც უკვე მოასწრო დისკომფორდი შეექმნა ჩემთვის.

ახლა ორმაგად მიძნელდება დილით ადგომა თბილი ლოგინიდან,როცა შეყუჟული ვარ საბანში თავიდან ბოლომდე და ვარ ერთ განცხრომაში მანამ,სანამ დედაჩემის ხმა არ მეუბნება რომ ადგომის დროა,მეც ტრადიციულად ვპასუხობ– “აუ ხუთი წუთიც რაა” .მერე გადის ეს “ხუთი წუთი” და მე უკვე სკოლისაკენ მივიღრწვი…ასე ხდება აწ უკვე მეთორმეტე წელია.ყოველ წლის ცივ დილას მე მივდივარ სკოლაში,უკნიდან ქარი მესხმის თავს  და ხდება ის იშვიათობა,როცა ერთი სული მაქვს როდის მივაღწევ სკოლამდე რომ გავთბე.

ასეთ ამინდში  სულ ერთი რამ მიტრიალებს თავში:

“ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.”

აი თოვლი კი ძალიან მიყვარს,როგორც ჭეშმარიტ ნენსის შეეფერება.

განსაკუთრებით მიყვარს ის დილა,ფანჯარაში რომ გაიხედავ,თოვლს დაინახავ და სიხარულისაგან კივილს რომ დაიწყებ.

ვგიჟდები “უხმარ” თოვლზე.ისეთზე,ჯერ არავის რომ არ გაუვლია და დაბიჯებისას რომ ხრაშუნობს …შემოდგომის ფოთლებში ბოდიალიც უზომოდ მიყვარს,ისიც კარგად ხრაშუნობს ^^

იცით რად მიღირს სიცივე? გათბობად.ყველაზე სასიამოვნო მაშინაა სითბო,როცა გცივა.

Advertisements

12 comments on “სიცივე

  1. მიყვარს სიცივე, ზამთარი, ქარი, წვიმა, ტორნადო.. ტორნადო კიარადა.. :დ იტოგში, ჰო მიხვდი რა. ზოგადად სიცივე და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი პირობები. <33 ამინდები აირია ეხლა და როგორ ემოციებზე ვარ, ვერ წარმოიდგენ.
    პ.ს. ახალი დიზაინი მომწონს მე ❤

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s