ამონარიდი დაუძლეველი წიგნიდან– “ულისე”

დიდი პაუზის შემდეგ,შემაწუხა კითხვის სურვილმა და დავიწყე წიგნების გადაქექვა.

ჯეიმზ ჯოისი–ულისე….”მმ კარგად ჟღერს,წავიკითხავ”– ვიფიქრე,ავიღე წიგნი და მოვემზადე წასაკითხად.

წიგნი საკმაოდ გაუბედურებულია,პირველი რამოდენიმე გვერდი აკლია და აქა–იქ ფურცლებიც ცვივა. მოკლედ,ნაზად უნდა მოეპყრა რომ ხელში არ ჩაგეშალოს.კარგი,დავიკიდე და დავიწყე კითხვა მეშვიდე გვერდიდან.

ვკითხულობ და ნელ–ნელა ვაანალიზებ რომ ვერაფერსაც ვერ ვიგებ.სადღაც ოცდამერაღაცე გვერდზე ვიყავი,რომ  გადავდგი ეს მტკივნეული ნაბიჯი და გავანებე კითხვას თავი.

სანამ ზემოთხსენებულს გავაკეთებდი,ერთი საინტერესო და სასაცილო ლექსი  წამაწყდა,ტოესტ წავაწყდი და ჩავინიშნე.

ასე,ნერვებმოშლილი მივედი კომპთან და დავიწყე ინფორმაციის მოძიება ამ ნაწარმოებსა და მის ავტორზე(კარგი იქნება ამას ყოველი წიგნის წაკითვის წინ თუ გავაკეთებ).

ასე და ამგვარად,ახლა ვიკიდან არ ვაპირებ ინფოს დაკოპირებას,ტაკ შტო უბრალოდ  ვიტყვი რომ ცოტა ინფორმაციული შემზადება სჭირდება ამ წიგნის წაკითხვას და იმედია ახლო მომავალში დავძლევ.არვიცი რამდენად დავეყრდნო შემდეგ მოსაზრებას –„ჯოისის წაკითხვა შეუძლებელია – მისი მხოლოდ ხელმეორედ წაკითხვაა შესაძლებელი“ ,ჯერ პირველად წაკითხვას ვცდი (კიდევ ერხელ) და მერე ვნახოთ.

ახლა კი მოკლე ინფო ლექსთან დაკავშირებით: ესეიგი,ლექსი ეკუთვნის ოლივერ ჯონ გოგართს,რომელიც ჯეიმზ ჯოისთან დაახლოებული პირი იყო და “ულისეს” ერთ–ერთი პერსონაჟის სახე მიიღო .ლექსი წარმოადგენს ოდნავსახეცვლილ პაროდიულ და ჩემთვის ძალიან სასაცილო ნაწყვეტს ნაწარმოებიდან.

და აი ისიც!  ჰევ სამ ფან გაის ^^ :

“–აბა ეს რასა ჰგავს,სადაურია,

მამამყავს ფრინველი,დედა–ურია.

დურგალ იოსებას არა ვცნობ მამად,

მაშ გაუმარჯოს ჩემს ჯვანცმას მარად.

–თუ ჩემზე თქვა ვინმემ–არა ჰგავს უფალსო,

იმას ვერ მივართვი ღვინო უფასო.

მიირთვას,როდესაც ისევ წყლად ვაქცევ

და შიგ ჩავუმატებ რასაც დავაქცევ.

–ნახვამდის,ნახვამდის!უამბეთ ერთი,

ტომს,დიკს და ჰარისაც–აღსდგა თქო მკვდრეთით.

გაფრენას არ მიშლის წინაპართ სისხლი,

ზეთის მთას  ქარი ქრის…ნახვამდის,მივქრი.”

ასთე.იმედია გაგეცინათ,გაგეღიმათ,გადაყირავდით სკამიდან,ან უბრალოდ დაზომბებული სახით კითხულობდით–არც ეგაა პრობლემა :დ

აი მე კი ნამდვილად გამახალისა.

წავედი ახლა,მომავალ პოსტამდე ^^

Advertisements

8 comments on “ამონარიდი დაუძლეველი წიგნიდან– “ულისე”

  1. კარგი დამთხვევაა :დ
    ინფოს რომ ვიძიებდი შენი ბლოგიც შემომეფეთა და გამინათდა გონება მერე :დ
    მოკლედ,ორმაგად მოსალოცი დღე ყოფილა

  2. ლექსი არის ისეთი,კვერცხი რომ დაატეხო,შეიწვება.ისე ინგლისურიდან ქართულად უნიჭოდ როცა თარგმნიან ხოლმე,ხშირად მახინჯდება ძალიან კარგი ნაწარმოების შინაარსი.ულისეც სწორედ ასეთია!ძალიან კარგი წიგნია. მე მომეწონა იმ დროს,როცა წავიკითხე.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s