დღე უკანასკნელი

მარი ჩემი სკოლელი იყო…ბოლოს მიღებდა მისი სილამაზე.გრძელი შავი თმა,მწვანე თვალები და თეთრი კანი.შემეძლო მთელი საუკუნე მეყურებინა მისი სახისათვის,მისი თითოეული ნაკვთი ჩამებეჭდა გონებაში,მაგრამ ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ შევძელი მისი აღწერა.3 წელი ვცდილობდი მარის სახის სიტყვებად დაწერას და ვერ შევძელი.იყო მის სახეში რაღაც ისეთი,რისი აღმწერი სიტყვაც ჯერ არ მოუგონია ადამიანთა მოდგმას.

წლები დამჭირდა,რომ მისი თვალების სიღრმეში ბოლომდე ჩამეღწია.მარის თვალები ჭას მაგონებდა,აი ისეთს,კენჭს რომ ჩააგდებ და დაცემის ხმა რომ არ ისმის.

მარი მთელ სკოლას უყვარდა.გოგონები ვერ იტანდნენ,ტრადიციულად.მხოლოდ მე მიყვარდა,მიყვარდა გაგიჟებით და მთელი  არსებით.

ყოველ დასვენებაზე ვუყურებდი…თვითონ ვერავის ვერ ამჩნევდა,არავის არ უყურებდა.ფანჯარასთან დადგებოდა,თავს მიადებდა ცივ შუშას და გაყინული მზერით იყურებოდა სადღაც,შორს.

იმ დღეს ვეღარ გავუძელი მის შორიდან ყურებას და მივედი…

იმ ღამეს არ მეძინა…დილით მარი უნდა მოსულიყო ჩემთან,შევთავაზე ფოტოებს გადაგიღებ თქო.გამიკვირდა მისი თანხმობა…

გათენდა…მარი ფანჯარასთან დგას,კამერიდან  მწვანე თვალები მიმზერენ.ხელი მიკანკალებს…

მარიმ მითხრა,რომ არ უყვარს ადამიანები,მისთვის ყველაზე ამაზრზენი სიტყვა “ხალხია”. დავეთანხმე.ისიც აღნიშნა,რომ მოსწონს ჩემნაირი არსებები.დავფიქრდი,ნეტავ როგორი  ვარ მე და პასუხი რომ ვერ ვიპოვე ისევ მარის ვკითხე,არაადამიანიო–მიპასუხა.

იმდღესვე ამოვბეჭდე ფოტოები და ჩემი ოთახის ყველა კედელზე გავაკარი.გარეთ არ გამიდგამს ფეხი,უბრალოდ ვიჯექი საწოლზე და ვუყურებდი მარის თვალებს,სამი წელი ვუყურებდი.

რამდენიმე დღის შემდეგ თვითონ გამომეცხადა.ვინმესთან ლაპარაკი მინდაო მითხრა.დაბნეული ჩანდა,ისტერიკაში იყო და უაზროდ იცინოდა,კანკალებდა.გაქცევაზე მელაპარაკებოდა,მითხრა დავიღალე გალიაში ყოფნით და თავისუფლება მინდაო.მაშინ ვერ მივხვდი რაზე ლაპარაკობდა,ახლა კი ვხვდები.

ჩვენი ურთიერთობა ნელ–ნელა სისტემატიური გახდა,მარი ამჩნევდა,რომ ჩემს ოთახში არაფრის დიდებით არ ვუშვებდი.ერთხელაც დრო იხელთა და შეაღო კარები.რათქმაუნდა  გაოცებისგან პირი დარჩა ღია,საწოლზე ჩამოჯდა და თეთრ ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.რა ლამაზი იყო…თავი ვეღარ შევიკავე და ვაკოცე,თვითონაც მაკოცა.ხელებით შევიგრძენი მისი ნაზი კანი და  იდეალური მკერდი,ტუჩებით– მუცლის სითბო.მესმოდა მისი აჩქარებული გულის ფეთქვა.მე ბედნიერი ვიყავი,მარიც…მითხრა რომ ვუყვარვარ და ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა.მითხრა,რომ ყოველთვის ცდილობდა ყოველი დღე ისე გაეტარებინა,როგორც უკანასკნელი,მაგრამ არასოდეს არ გამოსდიოდა.დღეს კი სწორედ ასეთი დღეაო.მთელი ღამე ვიბოდიალეთ წვიმაში,ფეხშიშველები დავსდევდით ერთმანეთს და შუა გზაზე გაწოლილები ვუყურებდით ერთმანეთს.მზად ვიყავით ყოველ წამს გვეყვირა “მიყვარხარ”.

ერთად ვუყურეთ მზის ამოსვლას…წასვლისას მარი მომეკრო,ისე ძლიერ ჩამეხუტა,მეგონა ჩემში შემოვიდოდა,ჩამჩურჩულა რომ ვუყვარვარ და წავიდა…

იმ დღის მერე მარი აღარ მინახავს.

არ მინახავს,მაგრამ ბედნიერი ვარ,რადგან,როგორც შემდეგ აღმოჩნდა,ეს იყო მისი უკანასკნელი დღე…ბედნიერი ვარ,რადგან მარი იყო ბედნიერი .

ყოველდღე მიმზერენ მისი მწვანე თვალები კედლებიდან,ყოველდღე მკლავენ თავიანთი  სილამაზით,ყოველდღე ვცდილობ გავატარო დღე ისე,როგორც უკანასკნელი.

დღეს ბოლო დღეა და მე ისევ შენს თვალებს ვუყურებ.ვუყურებ და ბედნიერი ვარ,რადგან შენი მწვანე თვალების სიღრმეს ჩავწვდი,როცა დადგა ჩემი დღე უკანასკნელი…

Advertisements

29 comments on “დღე უკანასკნელი

    • მე წერტილი უფრო მიყვარს ამ შემთხვევაში,იმიტომ რომ რაღაც როცა მაქვს გადაწყვეტილი და იმას ვამბობ,ყოველთვის ვსვამ წეტილს იმის ნიშნად რომ ეს გაკეთდება და ვსო :დ ძახილს აღფრთოვანების ნიშნად გამოვხატავ :დ ან ლანძღვის დროს :დ

  1. წერტილი ჩემთვის რაღაცის დასრულებას ნიშნავს,ანუ უკვე რაღაც გაკეთებულია ან რაღაც დამთავრდა, ისე რომ აღარ გაგრძელდება!ძახილი კი სასვენი ნიშნების დედოფალია!
    ცოტა რომ ვითავხედო და რაღაც გთხოვო შეიძლება?

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s