ერთი ჩვეულებრივი სპერმატოზოიდის ამბავი

შენ ერთი ჩვეულებრივი სპერმატოზოიდი იყავი,მამაშენის კვერცხებში მოთავსებული.ცხოვროდი შენთვის სხვა  სპერმატოზოიდებდან ერთად.ფიქრობდი რომ ბოლო დროს ცოტანი დარჩით და გრძნობდი,მალე შენი წასვლის დროც მოვიდოდა.არცერთი შენი მეგობარი არ დაბრუნებული წასვლის შემდეგ,ამიტომ გეშინოდა…

არა,სიკვდილის მერე სიცოცხლის არ გწამდა,ვერ წარმოგედგინა როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ის.შენ გძულდა სიკვდილი.

გზარავდა იმის დანახვა,თუ როგორ იტყორცნებოდნენ ზემოთ შენი მეგობრები.

იმდღეს ჩვეულებრივი დღე იყო,არაფერი განსაკუთრებული,მაგრამ გრძნობდი რომ რაღაც ვერ იყო კარგად. გეშინოდა,შემზარავად გეშინოდა.

უცებ შენი სახლი შეზანზარდა და როდესაც გონზე მოხვედი,უკვე სინათლისაკენ მიიწევდი შენს რამოდენიმე ნაცნობთან ერთად.

“ნუთუ ყველაფერი დამთავრდა”–იფიქრე და თვალები დახუჭე…

ბავშვობიდანვე გეხერხებოდა სწრაფად გადაადგილება,ახლაც ყველას გაასწარი და მიიწევდი რაღაც უცნაური სხეულისაკენ.

თავში ერთი რამ გიტრიალებდა–გადარჩენა.

შენ გაიმარჯვე.

ახლა რაღაც სფეროში ხარ მოთავსებული და გრძნობ,როგორ იცვლი ფორმას.ნელ–ნელა მეხსიერება გეკარგება.ცდილობ დაიჭირო თითოეულო წამი და არ გაუშვა,მაგრამ ისინი მაინც მიდიან,არ გემორჩილებიან.

შენ უკვე არაფერი არ გახსოვს.მხოლოდ იმას აცნობიერებ,რომ ძალიან გინდა მაგ სფეროდან გაღწევა.

და აი,გათენდა 9 მაისი და მზის პირველ სხივთან ერთად შენც მოევლინე ამ ქვეყანას.

როგორც მერე გაიგე,დედაშენი მშობიარობას გადაჰყოლია,მამაშენი კი ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი იყო,რომელიც ცოლის სიკვდილის შემდეგ გაგიჟდა .

18 წლამდე ბებიასთან იზრდებოდი,მერე ვეღარ გაუძელი მის დამპალ ხასიათს და სახლიდან გაიქეცი.

მაინც რამ გაფიქრებინდა იმ შუაღამისას ქუჩაში ბოდიალი…ზედმეტად ლამაზი იყავი  იმისათვის,რომ იმ  აყროლებულ ლოთს გაეუპატიურებინე.

მერე იყო ბევრი სიხარული,ტკივილი,სექსი,სიყვარული,ნარკოტიკები,მეგობრები,სამსახური,სიბერე…

სიკვდილის მერე სიცოცხლის არასოდეს არ გჯეროდა,ვერ წარმოგედგინა როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ის.შენ გძულდა სიკვდილი…

მაგრამ,როგორც ჩანს,სიკვდილს უყვარდი შენ.

შენ სახლში იყავი,როდესაც უეცარი ზანზარი იგრძენი,როცა გონზე  მოხვედი უკვე სინათლისაკენ მიემართებოდი.

“რა ნაცნობი სიტუაციაა”–იფიქრე შენ და მოკვდი.

შენ ერთი ჩვეულებრივი სპერმატოზოიდი იყავი,მამაშენის კვერცხებში მოთავსებული….

Advertisements

4 comments on “ერთი ჩვეულებრივი სპერმატოზოიდის ამბავი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s