შენ თავისუფალი ხარ

შენ  დადიხარ სკოლაში და ამბობ რომ სხვა გზა არაა,არადა  კარგად იცი სხვა გზა.

შენი თავის უფალი ყველაა,შენს გარდა.

შენ არასოდეს გაგიშლია ხელები თავისუფლებისაგან გახარებულს.

შენ გინდა მერხები დაამტვრიო,მასწავლებელს ჩახადო,გაიკეთო ტატუ,”მას” უთხრა რა ძლიერ გიყვარს და შეიგრძნო მიდი სხეულის სითბო,მთლიანად გაშიშვლდე და გაიქცე სახლიდან,მაგრამ შენ ამ ყველაფერს მხოლოდ ოცნებაში ბედავ.

შენ მუშაობ და ვერ იტან უფროსს,იმიტომ რომ დამპალი კაპიტალისტია,მაგრამ არასოდეს ეუბნები ამას.

შენ თავში ჩაგიბეჭდეს ათასი სისულელე,რომელსაც ზოგჯერ არ ეთანხმები,მაგრამ გეშინია ამის თქმის.

შენ იშვიათად ხარ შენ.

შენ იცი,რომ შენივე სქესი გიზიდავს,მაგრამ ეს მხოლოდ შენ იცი.

შენ ყოველდღე გცემს ქმარი და იტან,რადგან რომ დაშორდე “რას იტყვის ხალხი”.

შენ მალავ შენს სარწმუნოებას,რადგან გეშინია მათი.

შენ გინდა იყო თავისუფალი და გააკეთო ის,რაც გინდა,მგარამ ვერ ბედავ.

შენ ამაყად დგამ ზემოთხსენებულ ყველა ნაბიჯს,შენ თავისუფალი ხარ.

პ.ს. დიდი არაფერი,ვიცი 😐

Advertisements

17 comments on “შენ თავისუფალი ხარ

  1. მე ვერ ვდგამ ზემოთხსენებულ ნაბიჯებს,ამიტომაც არ ვარ თავისუფალი,რომც შევასრულო,ყველა ზემოთხსენებული პუნქტი,მაინც ჩაკეტილი ვიქნები alone სივრცეში!
    ერთადერთი რაც იმ პრივილეგიას მომანიჭებს,რასაც –თავისუფლება ქვია,არის–სიკვდილი!

    • სიკვდილი ერთადერთი რამაა,რაც ბოლომდე ჩაკეტავს თავისუფლების შესაძლებობას.
      ჩაკეტილი თუ ხარ,თავი უნდა გაითავისუფლო,ეგეც წინ გადადგმული ნაბიჯია.
      ნუ პესიმისტობ,ციც!

      • სიკვდილი როგორ გაგათავისუფლებს? ვერანაირად.

        საქმე ის არის, იცოცხლო და თავისუფალი იყო. ძნელია ოღონდ.

        და ისა.. მასწავლებელს რომ გინდა, ჩახადო, გუშინს აქეთ ამაზე მეცინება 🙂

  2. მეც მაგას ვამბობ,რომ ვერ გაგათავისუფლებს.
    დაძნელი რომ არის მაგაშიც გეთანხმები.
    აი ჩახდას რაც შეეხება,4 წელია ეგ მინდა :დ მართლა სასაცილოა,იმიტომ რომ მაინტერესებს როგორი საცვალი აცვია :დ თან მინდა დავამცირო.ვენდეტა :დ

  3. რატომღაც მე თავისუფლებას სიკვდილში ვხედავ!მგონია რომ სიკვდილის მერე,არა სამოთხე ან ჯოჯოხეთი არამედ ჩემის სამყარო მელის,რომელსაც მე შევქმნი!იმ სამყაროში კი მე უსაზღვროდ თავისუფალი მყოფი,შევძლებ გავაკეთო ისეთი რაღაცეები როგორიც მასწავლებლისთვის ჩახდააა,ზოგისთის პირში შეფურთხება და მთელი ხმით ყვირილი,რომ–შენ არ გწამს ეკლესიის

    • რა გითხრა,რით გაგახარო…
      არ გეთანხმები არანაირად.შენი სამყარო და კაი ცხოვრება სადაა ძმაო :დ ეს ხუმრობით,ისე გირჩევ რეალობას შეხედო კარგად და ახლანდელ ცხოვრებაში გააკეთო ის,რაც გინდა.
      სიკვდილის უკან თუ ეგეთი საინტერესო და კარგი რაღაცები ხდება,რა გაჩერებს აქ?

  4. აქ მხოლოდ ერთი რამ მაჩერებს,ჩემი მიზანი!არ მინდა ისე წავიდე ამქვეყნიდან,რომ ასეთი სამყარო დავუტოვო მომავალ თაობებს,ამ სამყაროში იმდენი რამ არის შესაცვლელი!

    • გეთანხმები,ბევრი რამაა შესაცვლელი,მაგრამ როგორ აპირებ შეცვლას?
      ნუ,შენ შენი იდეოლოგია გაქვს,არ მაქვს უფლება ჩემი მოგახვიო თავს,ამიტომ გავჩუმდები…

  5. ანუ ჩემი აზრით სიკვდილის მერე არაფერი არ იქნება,ამიტომ სანამ ცოცხალი ვარ მინდა გავაკეთო ბევრი რამ.
    შენ როგორიც გინდა ეგეთი სამყარო,სადაც ყველაფერს გააკეთებ სიკვდილის შემდეგ–ეს ერთი ლამაზი ილუზიაა,რომელიც გაწყობს,ჩემი აზრით.
    შენ ამბობ რომ სიკვდილი ერთადერთი გზაა თავისუფლებისაკენ,ჩემი აზრით კი პირიქით,სიკვდილი ყველაფრის დასასრულია,ადამიანი უბრალოდ ქრება და აქ თავისუფლებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
    არ უნდა ელოდო სიკვდილს,როცა ახლავე შეგიძლია გააკეთო ბევრი რამ.
    სულ ეს იყო,რისი თქმაც მინდოდა…

  6. მე შემიძლია გავაკეთო ,,ყველაფერი”, მაგრამ ამაში ხელს მიშლიან!
    სიკვდილი კი ჩემთვის სიმარტოვეა,სადაც შემიძლია თავისუფალი ვიყო!

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s