ადამიანები

საინტერესო ქმნილებები ვართ არა?

უკვე დიდი ხანია ადამიანებზე დაკვირვება ჩვევად მექცა.ამას ვაკეთებ სკოლაში,მატარებლის ვაგონში,სახლში,ქუჩაში.საინტერესო გასართობია.

დაკვირვებისას ბევრ რამეს იჭერ და აანალიზებ. აი,მაგალითდ ჩემი კლასელი ვაჟა–ვაჟიშვილია (როგორ უხდება,გვარივითაა :დ),სექსის ხსენებაზე წითლდება და კვდება.ასევე ჩემი კასელი გრიგოლი კი ჯამბაზს მაგონებს-ეს არის ადამიანი,რომელიც თავის დამკვიდრებას სხვის თვალში დამცირებით ახდენს და თუ მის ხუმრობაზე არ გაგეცინა(ჩემს შემთხვევაში ასე ხდება ძირითადად) ფრიად დამცირებული სახით გტოვებს და სხვა ადამიანის გასართობად მიემართება.აღსანიშნავია “დაბალი ფენის მაღალი წარმომადგენელი”,ეს ის კატეგორიაა  კლასის ავტორიტეტები რომ არიან გოგოებში.

ზოგჯერ ცხოვრება ერთ დიდ ქსეროქსს გავს,განსაკუთრებით მაშინ,როცა ქუჩაში დადიხარ და ხედავ ამდენ კოპირებას.

  ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა,რომელიც ნამდვილ სახეს ნიღბის ქვეშ არ მალავს.მიზეზი მარტივია–ადამიანებს არ სურთ არაცნობიერში ცურვა და საკუთარი პიროვნების სრულყოფა,რადგან სავსებით აძლევთ ხელს ნიღბის მიერ შემოთავაზებული პრიმიტიული,მაგრამ,სამაგიეროდ მშვიდი და უდარდელი ცხოვრება.

ძნელია ნამდვილი   სახის და ნიღბის გარჩევა,ადამიანს კარგი ნიჭი აქვს ისე მოიხდინოს ეს ნიღაბი,რომ შეისისხლხორცოს.ზოგჯერ  თვითონაც უჭირთ როლიდან გამოსვლა და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი მინუსი.

ზოგი ცუდი მსახიობია,ამიტომ ნიღბის მიღმა კარგად ჩანს ნამდვილი სახე.ყველაზე სასაცილო ნიღბის გასწორების პროცესის ყურებაა ამ დროს…

“თავი და თავი ცხოვრებაა,მხოლოდ ცხოვრება–განუწყვეტელი,მარადიული სწრაფვა აღმოჩენისა და არა აღმოჩენანი”.ეს აღმოჩენები ხშირ შემთხვევაში ბევრი ტკივილის მიზეზია.

ძალიან ცუდი შეგრძნებაა,როცა აანალიზებ რომ ამდენ ხალხში შენს გარშემო ერთეული თუ მოიძებნება ნამდვილი,ორიგინალი.

მეც ამ ქსეროქსის მუდმივი მუშაობა ბოლოსმიღებს ზოგჯერ,განსაკუთრებით მაშინ,როცა ჰაერივით მჭირდება სიმშვიდე.

დღეს ძველი რვეულების ბოლო ფურცლები დავათვალიერე(კარგი გასართობია) და ასეთ რამეს წავაწყდი:

“ხმაური,ხმაური…სუნთქვა ხმაურობს.გოგო,ბიჭი,ქალი, კაცი,მოხუცი,ბავშვი,მანქანა…ვიღაცამ ჩაახველა,ვიღაცა მოკვდა,ვიღაცა დაიბადა…”

აი დაახლოებით ასეთი შეგრძნება მეუფლება დღემდე.შეგრძნება,როცა სუნთქვაც კი ხმაურობს…

აი აქ ფეთქდება ჩემში პესიმიზმი და…ნენსი უსმენს ფანჯრის მიღმა სიცოცხლის სუნთქვას,იცის რომ გარიყულია,მაგრამ მოსაკლავად მანც ვერ გაუმეტებია თავი,რადგან გულში შემორჩენილი რწმენა ჩასძახის,ბოლომდე,დიახ ბოლომდე უნდა გამოსცალოო ამ საშინელი ტანჯვით სავსე ფიალა.

მაგრამ სად გადის ადამიანთა ამტანობის ზღვარი?!

Advertisements

5 comments on “ადამიანები

    • “ზოგი ცუდი მსახიობია,ამიტომ ნიღბის მიღმაკარგად უჩანს ნამდვილი სახე.ყველაზე სასაცილო ნიღბის გასწორების პროცესის ყურებაა ამ დროს”–ეგ ვიგულისხმე ზუსტად.
      ზოგი გამჭირვალეა,ზოგი იღიმის,ზოგი მოწყენილია და ა.შ..არჩევანი ნამდვილად დიდია.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s