დეპრესია–მახინჯაური

უკვე მერამდენე დღეა საზიზღრად ვარ.ასე ყოფნაში განსაკუთრებულად იმას ვერ ვიტან,ვერაფერს რომ ვერ გრძნობ და გაყინული დევხარ.ან რა უნდა ვიგრძნო,როცა არაფერია საგრძნობი.ენდორფინებმა კაი ხანია დაივიწყეს ჩემი მისამართი,მე კი ვერაფრით მივაგენი მათ სამყოფელს.

 ცოტაღა  მაკლია ისტერიკამდე. აი ახლა მაგალითად,ისე მინდა კედელს ვურტყა თავი ან ვიწივლო,რაც შეიძლება ხმამაღლა,მამაჩემს ვუთხრა რომ ვერ ვიტან,დედაჩემს ჩავეხუტო და ვუთხრა “მიყვარხარ” ,მერე ჩემს თავს ჩავხედო სარკეში და გავუღიმო,მე ხომ ის ძალიან,ძალიან მიყვარს.

ზოგჯერ როგორ მინდა 2 ვიყო,მხოლოდ იმიტომ რომ ჩავეხუტოთ ერთმანეთს მე და მე.საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით,აი ზუსტად ისეთი,მე რომ ვოცნებობ.მოვუყვებოდი ყველაფერს დაუფარავად,ვიტირებდით ერთად და მერე ბევრს ვიცინებდით ამაზე.არასოდეს,არასოდეს,არასოდეს გვეყოლებოდა სხვა მეგობარი,რადგან საშინელი ეგოისტები ვიქნებოდით.გრავიტაციის მერე,ის იქნებოდა ჩემი დედამიწაზე დამაკავებელი ძალა..თუმცა,ასეთი მყავს უკვე,ოღონდ ის არც მე ვარ,ერთადაც არ გვიტირია არასდროს,მაგრამ…მიყვარს.მიყვარს ისე,როგორც ჩემი თავი მეყვარებოდა.მიყვარს ყველაზე ეგოისტური სიყვარულთ .

მაგრამ ის არ არის აქ…

რა გინდა ახლა ნენსი?ნენსიც ტრადიციას არ ღალატობს და გაქრობა უნდა.უნდა რომ მოწყდეს ამ გამოლეღვებულ სამყაროს და ხალხს.

ნენსი ვერ იტანს ხმაურს,აქ კი რამდენი ხმაა.

ნენსის სიჩუმე უნდა.უნდა გაქრობა,ოღონდ დროებით.ძალებს აღიდგენს და დაბრუნდება მომავალი დაღლისთვის.რა ცარიელი გეჩვენება სამყარო,როცა კომპიუტერთან ზიხარ,გარშემო კორპუსებია,ისმის მხოლოდ მანქანების ხმა ან მეზობლის გინება.თითქმის არსადაა მშვიდი ადგილი.

გაქცევა მინდა.დახუთულობაა აქ,სუნთქვა მიჭირს.გალიაში მგონია თავი,სადაც უაზრო წარმოდგენებით გაკავებენ ნიღბები.მაგრამ მათ სპექტაკლს კაი ხანია აღარ ვუყურებ,ტაშის დაკვრაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.ამოვიდა ყელში ეს ერთიდაიგივე წარმოდგენა.

გაქრობა,გაქრობა.სამწუხაროდ,არც უჩინმაჩინის ქუდი მაქვს,არც ბეჭედი და არც მოსასხამი,რომ გავქრე,ამიტომ ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი ძილია.

ტკბილი ძილი ჩემო თავო…

Advertisements

6 comments on “დეპრესია–მახინჯაური

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s