წითელი ვაშლი გაგორდა,ნენსი სკოლაში გარბოდა

დღეს სკოლაში წავედი…მართალია არ მინდოდა,მაგრამ რას ვიზამ,ასეთია დედის ნება,მიუგდო ბავშვი საჯიჯგნად სკოლის პირველ დღეს .ეს არ იმყოფინა და კაბის ჩაცმა მთხოვა,ვიზუალური ეფექტი ხომ უნდა მომეხდინა მის კოლეგებზე(მასწავლებლებზე).

რამოდენიმე არსების ლოყაზე შეხება მომიწია ჩემი წმინდა ტუჩებით,მაგრამ ეს არაფერია. ასე,მივედი სკოლაში,დავენახე კლასელებს და გავედი იქვე სადარბაზოში ჩემს ერთადერთ ნორმალურ კლასელთან და არამარტო კლასელთან  ერთად .ვიდექით,ვცუღლუტობდით ჩვენთვის საყვარლად..ცოტა ხანში ავლაგდით კლასში,სადაც ჩვენს მეტი არავინ იყო,მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა …

ერთი–ორი კარგი რაღაც კი მოხდა.მაგალითად,ინგლისურის გაშპაკლულსახიანი მასწავლებელი შეგვიცვალეს,რომლის იაფასიანი სუნამოს და სახის კრემების სუნი კლასში შემოსვლამდე იგრძნობოდას.გაკვეთილები არ ჩატარებულა საბედნიეროდ.კიდევ კარგი ამბავი ისაა,რომ შვიდის მაგივრად,ხუთი გაკვეთილი გვექნება ხოლმე ^^

მოკლედ,ყველაფერი ისე იყო,როგორც ვვარაუდობდი.ტრადიციისთვის არ უღალატიათ არც მშობლებს და არც ბავშვებს. მიცუხცუხებდნენ სკოლისაკენ “ეფეკტურად” ჩაზმანული ბავშვები და მათი მშობლები ყვავილებითურთ.მე ჩემს ადგილას,უკან დავსხედი და ვისხედი ასე სანამ არ იქმნა ნათელი და სახლში არ წამოვედი..

ასე და ამგვარად,მსხვერპლის გარეშე ჩაიარა დღევანდელმა დღემ.

ნეტარ არს ნენსი ^^

Advertisements

2 comments on “წითელი ვაშლი გაგორდა,ნენსი სკოლაში გარბოდა

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s