მე–გოლუმი

ზოგადად,ძალიან ემოციური ვარ.ხშირად ვაკეთებ რაღაცას და მერე ვფიქრობ რა გავაკეთე.ძირითადად ცუდად მთავრდება ეს ყველაფერი.როცა რაღაც უსაზღვრო ეგოიზმის შემოტევები მაქვს,ჩემს თავს “ბეჭდების მბრძანებლის”  ერთ–ერთ პერსონაჟს–გოლუმს ვადარებ.მართლა ვგავარ…

 საცოდავი გოლუმი…დაიმორჩილა ბეჭედმა და კეთილი სმეაგოლი გოლუმად აქცია.

გოლუმ,გოლუმ.

მეც,როცა სმეაგოლი ვარ,ვფიქრობ რა გავაკეთე როცა გოლუმი ვიყავი და  საშინელი შეგრძნება მეუფლება.

ამ შემთხვევაში,ბეჭედი სიყვარულია.

my preciussssssss….გოლუმ,გოლუმ.

“ბეჭედი” როცა მიკეთია,ვქრები,უფროსწორად ყველაფერი ქრება ჩემს გარშემო.მეც ისე მომწონს ეს,რომ მინდა მოუხსნელად მეკეთოს ეს ბეჭედი,რადგან არსად არ დამეკარგოს.კარგი ისაა,რომ “ბეჭედსაც” ჩემთან უნდა.

გოლუმი ძალიან ეჭვიანია.

გოლუმს არ უნდა ვინმეს ათხოვოს ბეჭედი,ეშინია,რომ აღარ დაუბრუნებენ.

გოლუმი ყოველთვის ისტერიკაშია.

გოლუმი  პესიმისტია.

გოლუმი მხოლოდ ცუდ მხარეს ხედავს.

გოლუმი დაუფიქრებლად იღებს გადაწყვეტილებებს.

გოლუმი ცხოვრებას უნგრევს კეთილ სმეაგოლს.

სმეაგოლი გოლუმის შეცდომების გამო იტაჯება.

სმეაგოლი ყველაფრის გამოსწორებას ცდილობს,მაგრამ გოლუმი მაინც იგივეს აკეთებს.

სმეაგოლი ცდილობს გააგდოს გოლუმი,მაგრამ მას წასვლა არ უნდა.

სმეაგოლს არ უნდა,რომ ასე მოკვდეს…

პ.ს. მადლობა ტოლკინს,ასეთი ნაწარმოების შექმნისთვის.

Advertisements

2 comments on “მე–გოლუმი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s