პატარა არსება,სახელად–მე

როცა ჩემი პატარაობის სურათებს ვუყურებ,ვერ ვგრძნობ ვერანაირ საერთოს იმ პატარა არსებასთან,სურათში რომ იღიმება.ვხვდები,რომ ის ოდეღაც მე ვიყავი,მაგრამ მაინც უცხოა ჩემთვის.არცაა გასაკვირი,ახლა მე ნენსი ვარ,მაშინ კი პატალა შაკალელი ნინუცა ვიყავი (:D)

ჰოდა მეც ცივად შევცქერი ამ პატარა ბავშვს და არც კი მეღიმება,ან რატომ უნდა მეღიმებოდეს,როცა არ მახსოვს მაშინდელი ჩემი ფიქრები და აზროვნება.აი,მაგალითად 4 წლის წინანდელ ფოტოს რომ შევხედო,გამეღიმება და ნოსტალგია მომაწვება,გამახსენდება ჩემი ძველი მე და მეხსიერებიდან ბევრი მოგონება ამოტივტივდება..წარსულიდან რომ დამენახა ჩემი ახლანდელი მე,ნამდვილად გულის შეტევას მივიღებდი სიხარულისგან,რადგან მაშინ ძალიან მინდოდა სწორედ ასეთი ვყოფილიყავი.

ისე,დროის მანქანა რომ არსებობდეს  არც კი გავიფიქრებდი  წარსულში დაბრუნეებას.არანაირი სურვილი არ მაქვს მეორედ გავაკეთო ის,რაც უკვე გავაკეთე,არც არაფრის შეცვლა არ მინდა ,რადგან რაც გამიკეთებია, ცუდი იყო ეს თუ კარგი,არ ვნანობ,რადგან იმ მომენტში ის რაღაც მინდოდა.აი რომ არ გამეკეთებინა,მაშინ ნამდვილად ვინანებდი.

ვტოვებ ამ პატარა არსების ფოტოებს,მე რომ ვიყავი ადრე…(ჰაჰ,საყვარელი თავი მქონდა თუ მეჩვენება :D)


Advertisements

2 comments on “პატარა არსება,სახელად–მე

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s