ის–რობოტი

ზოგადად ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს სარწმუნოებას.რათქმაუნდა გასხვავებული სარწმუნოება,განსხვავებული შეხედულებაა,მაგრამ თუ ადამიანი ფანატიზმში არაა გადავარდნილი და თავისი სარწმუნოებით არ მიტყნავს ტვინს,მაშინ ურთიერთობა ჩვეულებრივ ფორმებშია შესაძლებელი.

როცა პირიქითაა სიტუაცია,ანუ ადამიანის ტვინში ჩაბეჭდილია რაღაც დოგმები,რომლითაც შენც თუ არ იხელმძღვანელე–მისაღები არ ხარ მისთვის,ეს უკვე ამაზრზენია,განაჩენი გამოტანილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება–ის ფანატიკოსი იდიოტია.

სარწმუნოება არ უნდა იყოს  ურთიერთობაში ხელისშემშლელი ფაქტორი.სარწმუნოება არ უნდა იყოს დამაზომბებელი .რწმენა არ უნდა აკარგვინებდეს ადამინს თავისუფლებას და უაზრო ვალდებულებებს არ უნდა აკისრებდეს მას.და რაც მთავარია–რწმენა არ უნდა კლავდეს.

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ ზოგიერთი რწმენაში გადავარდნილი ადამიანი მაზოხისტია. არ მინდა შეურაცხყოფა არავისი და არაფრის,უბრალოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ.მაზოხიზმია,როცა თითქმის ყველანაირ სიამოვნებას იკლებ რადგან ეს “ცოდვაა”.ცოდვა ჩემი აზრით სწორედ იმის არგაკეთეებაა,რაც გინდა,სისულელეა ეს თუ გენიალური.როცა გინდა,ესეიგი გინდა,აქ არ უნდა არსებობდეს არავითარი “მაგრამ” და არავითარი “ცოდვაა”.

ამაზრზენია ის,რომ საშიშია თქვა–მე სიტყვაზე ათეისტი ვარ,რადგან მოსალოდნელია ათეიზმი გააიგივონ სატანიზმთან და წიხლით შეგდგნენ,რადგან ცოდვილი ხარ .ცოდვილი კი იმიტომ ხარ,რომ სხვა რწმენა გაქვს.თუნდაც არ გააიგივონ,მაინც დარხეული გაქვს.შეიძლება ეკლესიაში გაგაქანონ და “ეშმაკი გამოდევნონ შენი სხეულიდან” ან რაიმე მსგავსი.ეს ადამიანის შეუგნებლობასა და დაზომბებაზე მეტყველებს მითუმეტეს,როცა თავისივე სარწმუნოება ქადაგებს,რომ პატავი უნდა სცენ სხვა რწმენის ხალხს. რატომღაც ეს არ ახსოვთ,სამაგიეროდ სხვა ყველაფერი კარგად აქვთ ჩაციკლული.

ფაქტია,რომ საქართველოში რელიგიური უმცირესობები(სექსუალურ უმცირესობებზე ცალკე პოსტს დავწერ აუცილებლად) მიუღებელია და ხშირად მსხვერპლიც ხდება.ანუ აქ არ არსებობს თავისუფალი სარწმუნოება,სხვა თავისუფლებებთან ერთად,რაც ძალიან ამაზრზენია.

ზოგადად ფანატიზმი მიუღებელია ჩემთვის ნებისმიერი ფორმით.და როცა ეს ფანატიზმი ხელს გიშლის ცხოვრებაში,ეს უკვე მეტისმეტია.და ასეთი ხალხი ალბათ ცოდო უფროა ვიდრე საძულველი.ცოდოა,რადგან რობოტს გავს,რომელსაც მეხსიერებაში რამდენიმე მთავარი კანონი აქვს ჩაბეჭდილი და ამ კანონებით მოქმედებს.ბოლო კანონი ისაა–არ დაარღვიო არცერთი კანონი 😀

ალბათ “მე–რობოტი” გაგახსენდათ ხომ? მეც 😀

ჰოდა ვინც ამ პოსტს კითხულობ ახლა

1კანონი– თუ რობოტი ხარ შეიცან თავი შენი

2კანონი–  თუ ჩემნაირი ხარ,აზროვნებ და ასე გააგრძელე

3კანონი–არ იფიქრო ახლა რომ ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს 😀

4კანონი–პოსტი დაალაიქე 😀

5კანონი– არ დაგავიწყდეს,რომ აზროვნების თავისუფლება გაქვს.

6კანონი– ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ კანონებს

7კანონი– დაარღვიე ყველა ეს კანონი,იმიტომ რომ მე არ ვარ ღმერთი და რომც ვიყო არ დაგამონებდი ^^

 

Advertisements

9 comments on “ის–რობოტი

  1. მართალი ხარ.. ყველაზე მეტად მაღიზიანებს მართმადიდებლებისგან მომავალი აგრესია. ეკლესიაში რომ დადიხარ და ეხიარები, მოძღვარი გყავს და წირვას ეწსრები, ქადაგებას ისმენ და პირჯვარს იწერ იმდენი შეგნება მაინც უნდა გქონდეს სხვას სცე პატივი და თუ არ სცემ, აგრესია მაინც შეინახო შენთვის. თუ სატანისტს აგინებ და სცემ, ეგ არაა ღმერთის სიყვარულის გამოხატვა.
    ცუდია რომ ეს ბევრს არ ესმის

  2. ისე მართლა რა საშნელებაა…. სარწმუნოება რაღაც გაფანატებათ რომ აქვთ გადაქცეული…. საშინელებაა… და კიდევ სხვა სარწმუნოებისადმი ზიზღი…

    nancygaladriel.wordpress.com– ხომ არ შმომივლიდი?

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s