მაღარიჩები

მძაგს “მაღარიჩები”,ანუ ის სიტუაცია როცა რაღაც ბედნიერება(ან უბედურება) ეწვევა ადამიანს და სხვებს უზიარებს.ეს გაზიარება სხვების დანაყრებით შემოიფარგლება.

ამ სიძულვილის აკვანი დაირწა ერთ–ერთ ჩემს დაბადების დღეს (ბავშვობაში),როცა დედიკომ და მამიკომ თავიანთი მეგობრები დაპატიჟეს მუცლების ჩასახეთქად.იმ დღეს დავფიქრდი რატომ შეყარეს ამდენი ადამიანი,რომელსაც არც კი ვიცნობდი,ეს ხომ ჩემი დაბადების დღე იყო და არა მშობლების.მის მერე ჩემი დაბადების დღისადმი,ანუ ყოველი 9 მაისისადმი სიძულვილმა დაიდო ბინა ჩემს გულში.

იმის მერე სხვა ასეთ სიტუაციებზეც დავფიქრდი,როგორიცაა ორმოცი,წლისთავი,ქორწილი და ა.შ…მოკლედ,ეს ყველაფერი იმდენად ამაზრზენია ჩემთვის,რომ წარმოდგენაზეც კი გული მიმდის.ერთად შეყრილი ღიპიანი თამადები და მათი საცოდავი ცოლები “იზიარებენ სიხარულს”.ეს  ყველაფერი ნორმალურ ფორმებში რომ იყოს არაა პრობლემა,მაგრამ ძირითადად ასეთი თავყრილობები თეფშში მხვრინავი კაცებით და მუცელგასიებული ადამიანებით მთავრდება,რომლებიც სინამდვილეში სიხარულს კიარა საჭმელს იზიარებენ.

ჯგუფური მუცლისხეთქვა…. ფუ 😐

აი ორმოცებს და წლისთავებს რაც შეეხება,ეგ უარესია მგონი.ქორწილი უბრალოდ უტვინობაა.რატომ უნდა აჭამო ვიღაცებს,როცა იმ ფულით შენ და შენი სატრფო მშვენივრად გაერთობით სადმე 😀

ჭამა,ჭამა და ჭამა…სამწუხაროდ ესაა მთავარი ძალა რაც ქორწილებსა და დაბადების დღეებზე ექაჩება ხალხს.და უფრო გულისამრევი ამის ყურებაა.

ეს მაღარიჩი იმდენჯერ მეკვეტება ყურებში,რომ ვჭედავ.

რემონტი გავაკეთეთ სახლში,ამ დროს მეზობელი გვეუბნება მაღარიჩი იკისრეთო 😀 ანუ მე ჩემი ფულით გავიკეთე რემონტი ჩემთვის და ამის გამო მეზობელს უნდა ვაჭამო 😀  სასაცილოა.

ჰუჰ.გადმოვაფრქვიე ეგოიზმი 😀 აი ასე. არ წავალ მე ბიძაჩემის ქორწილში,ან თუ ძალით წამათრიეს,არ შევჭამ 😐 დავაკვირდები ხალხს,ეს უფრო საინტერესო იქნება იქ .

ისე,ვაღიარებ უპონტობის დროს წავედი ერთხელ ასეთ მაღარიჩზე,როცა ჩემმა კლასელმა საატესტატოები ჩააბარა და მასწავლებლები დაპატიჟა რესტორანში 😀 ყველაზე სასაცილო ის იყო,მასწავლებლებით დაწყებული,ნათესავებით დამთავრებული ყველა ცეკვავდა რომელიღაც უგემოვნობაზე,მე კი ვიჯექი იმხელა მაგიდასთან მარტო და წარმომიდგენია რამხელა ირონიას ასხივებდა ჩემი თვალები 😀

აუ რა კარგი შეგრძნებაა პოსტის წერა ახლა ვიგრძენი.წერ და აშკარად გრძნობ რომ ელაპარაკები ვიღაცებს,ვის არ იცი ოღონდ.რაღაც მომეშვა…ჩემი პოსტის ბლოგის ერთი(შეიძლება ერთადერთი) და მთავარი პლიუსი ისაა,რომ რასაც ვფიქრობ სინამდვილეში იმას ვწერ,ანუ მაქსიმალურად გულწრფელი ვარ და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ^^

Advertisements

One comment on “მაღარიჩები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s