სექტემბერი,სკოლა,გამოყლევებული ხალხი და მე

სექტემბერი ახლოვდება…

ვერ ვიტან ამ თვეს.წინა სასკოლო სამზადისი ყოველთვის ნერვებზე მშლიდა.ამ დროს ყველა მოზარდი შესეულია “ბაზრის ტავარს” ,საგანგებოდ ზრუნავენ ჩაცმულობაზე,რომ პირველ დღეს ყველაზე ყველაზე ლამაზები იყვნენ და კლასელების კომპლიმენტები დაიმსახურონ.საგანგებოდ ეფიცხებიან მზეს,საგანგებოდ იცავენ დიეტას,რომ ყველაზე ყველაზე კარგები იყვნენ.და დგება ის ნანატრი სკოლის პირველი დღე და სკოლის ეზოში შემდეგი სიტუაცია გვხვდება–ეზო გავსებულია ერთნაირი ტანსაცმლით შეფუთული მზისგან დამწვარი ხალხით,რომლებიც ზედმიწევნით ათვალიერებენ თანაკლასელების შეფუთულობას და ფიქრობენ რომ ის მათზე უკეთესია.

“შემტენ” მშობლებს ყვავილები უჭირავთ ხელში,რომ დამრიგებელს მიართვან ვითომდა პატივისცემის ნიშნად,არადა ბავშვის კარგ ნიშნებს უყრიან საფუძველს.

განსაკუთრებით ვერ ვიტან კლასელების გადაკოცნის პროცესს,ისეთი სახე უნდა მიიღო ვითომ გიხარია და შენი დაპრუწული ტუჩები სიყვარულით მიადო კლასელის ღაწვს 😀  იუუუუ.

მერე ეს ერთფეროვანი მასა მიემართება თავიანთი საკლასო ოთახებისაკენ.ბავშვები რათქმაუნდა ჯგუფ–ჯგუფად სხდებიან მერხებთან.ერთი მხარე აქტიური დედიკოების შვილები არიან,შესაბამისად კარგი ნიშნები აქვთ,გემოვნებიანად იცვამენ (ისემც მაგათ რა ვუთხარი),ამ ჯგუფში 2 მთავარი პერსონაა–გოგო,აი ის ყველა ბიჭს რომ უყვარს და ბიჭი,ყველა გოგოს რომ უყვარს.

მეორე ჯგუფის წევრები მდაობიო ადამიანებად მოისაზრებიან და დაცინვის ობიექტები არიან.დაცინვა რათქმაუნდა “მაღალი ფენისგან” მოდის სტატუსის ამაღლების მიზნით.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო,ასეთი სიტუაციაა ჩემს სკოლაში და ალბათ კიდევ ბევრგან.

ახლა ამ დროს მე რას ვშვრები:

ზაფხულში თავისუფლებით ვტკბები . სულ არ მადარდებს რა მეცმევა პირველ დღეს,იმიტომ რომ ჩემი კლასელების კომპლიმენტები სულ ცალ ფეხზე მკიდია(იდეაში,იმათი აზრით თუ  კარგად გამოვიყურები,ესეიგი ცუდად გამოვიყურები).ვიცავ დისტანციას ყველასთან და იმ მიზეზით რომ გრიპი მაქვს არავის არ ვკოცნი ^^ როგორც წესი მარტო ან ერთ ოდნავმოაზროვნე ადამიანთან ერთად ვდგავარ და ამ ბალმასკარადს ვადევნებ თვალყურს,შიგადაშიგ თავს ვერ ვიკავებ სიცილისაგან.საკლასო ოთახის ბოლოში მყუდროდ  ვჯდები და ვაკვირდები კლასელებს,მასწავლებლებს და ბევრ სასაცილო მომენტს ვიჭერ.

მოკლედ,ეს ბოლო სექტემბერია,როცა ეს ყველაფერი ისევ განმეორდება,მერე გამოვეთხოვები ჩემს უსაყვარლეს და უწმინდეს სკოლას და ფრიდოოოოოოოომ(იმედია). მანამდე კიდევ ერთი წელი მოუწევს სკოლას და ჩემს კლასელებს ჩემი უჟმური სიფათის ყურება 😀 როგორც თვითონ ფიქრობენ ალბათ 😀

საინტერესოა წელს რა თავგადასავლები მელის,ისევ სატანისტად არ შემრაცხავენ იმედია .

წავედი ახლა,არაფრის კეთებას დავუბრუნდები ^^

Advertisements

9 comments on “სექტემბერი,სკოლა,გამოყლევებული ხალხი და მე

  1. რაღაცით მგავხარ.. :დდ აუ მმაგარი ტიპი ხარ შენ რააა.. <33 ვსო შენი ბლოგის მკითხველი ვარ დღეიდან!
    პ.ს. მიხარია, მე კიდევ ორი წელი უნდა ავიტანო ჩემი "საყვარელი" სკოლელების და კლასელების სიფათები. success.. 😀 მაგრამ გადავიტან , სადაც ათი წელი ვუყურებდი. შენც დაიკიდე, აა ისედაც გკიდიაა?! კაი. :დ

  2. “მანამდე კიდევ ერთი წელი მოუწევს სკოლას და ჩემს კლასელებს ჩემი უჟმური სიფათის ყურება” – მე მინდა ჩემს უჟმურ სიფათს მთელი ცხოვრება უყურონ , და ყოველი დღე მოვუწამლო გარშემომყოფებს(რამდენიმე ადამიანის გარდა) ბოღმიანი და საზიზღარი სიტყვებით 🙂

  3. ყველაზე ცუდი მომენტი, ამ ვითომ მაგარ გოგოების ჯგუფში, რომ ხარ და შენს გარდა ყველა, რომ იცინის და რომელი ბიჭი დაითრიონ და ვის რა აცვიასმეტი სალაპარაკო თემა, რომ არ აქვთ..

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s