დღეს

რა უხეშად მიცემს გული..იატაკზე გაშოტილი,გაყინული სახით ავეჯზე არეკლილ ტელევიზორს ვარ მიჩერებული და გულის ფეთქვა სხეულს არწევს.

რაღაც უშველებელი ბურთი ყელში მაქვს გაჩხერილი,ცოტაც და ტვინს გავასხავ .შევდივარ ტუალეტში,ეს ერთადერთი ადგილია,სადაც ჩემს თავთან მარტო ვრჩები.შევდივარ და ვტირი.კაფელის სიცივეს შუბლით და შიშველი ფეხებით ვგრძნობ.დამჩემდა ტირილის დროს კედელზე თავის რტყმა.

სარკეში ვუყურებს რაღაც არსებას,თვალები საშინლად დასიებია და  გაღლილი სახით მიყურებს.2 წუთიც ვერ გაძლო ასე,ისევ ატირდა..

გამოფიტული ვეხეთქები ლოგინზე ,მინდა დავიძინო,მოვწყდე რეალობას,მაგრამ ისე უხეშად ჩამესმის გულის აჩქარებული ფეთქვა რომ თვალების დაახუჭვაც კი მიჭირს.ვუსმენ გულის რითმულ შემოქმედებას ჩუმად და ჭერს ვუყურებ.ადგომისას ისევ თავბრუ მეხვევა..

2 აბი დამამშვიდებელი..ვითომ მშველიდეს ისე ვყლაპავ.

კომპიუტერი,ნაცნობი მელოდია,დაგვიანებული მესიჯი…

რა ნაცრისფერი დღეა.

 

 

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s