აგვისტოს 4 დღე

დავბრუნდი..

4 დღე(მეტი ვერ გავქაჩე) ვიყავი სოფელში,გარემოს გამოცვლა მომინდა და სწრაფი გადაწყვეტილებით გავემგზავრე მზიანი კახეთისაკენ.რათქმაუნდა წასვლის მიზეზი დასვენება არ ყოფილა.რომ ვერ დავისვენებდი,შეგუებული ვიყავი წარსულის გამოცდილებიდან გამომდინმარე.

ცხელოდა კატასტროფულად,ერთ სახლში მთელი ნათესაობა იკრიბებოდა და საშინელი ხმაური ღრღნიდა ჩემს სმენით ორგანოს,წყალს არააქაური წყლის გემო ჰქონდა(უქლორო რომ იყო ალბათ იმიტომ),დავდიოდი ყველასგან 2 მეტრის დაშორებით,რადგან განურჩევლად ასაკისა და სქესისა,ტილები იყვნენ(არიან) მოკალათებულნი მათ თავებში.ამასთან,მომენატრა ნორმალური ბანაობა და  რაც ყველაზე ძლიერ მომენატრა,რის გარეშეც მოჯმის სიამოვნება შემცირებული იყო,რამაც აქეთ ჩამოსვლისაკენ მიბიძგა,მომენატრა უნიტაზი!

ამ 4 დღის განმავლობაში,თავი ბედნიერად  ვიგრძენი,მაშინ,როცა ჰამაკში გაშხლართული ცას ვუყურებდი ,როცა ვჭამე პიცა,როცა მგზავრობის დროს ვუყურებდი როგორ მირბოდნენ სახლები,ხეები,ბუჩქები,ასფალტი,მაგრამ არ მირბოდა მთვარე,მოკლედ გათენებას ვუყურე მგზავრობის დროს და ძალიან მომეწონა.

მოაწყეს პიკნიკი…ცუდს ვერაფერს ვერ ვიტყვი,ძალიანაც მომეწონა.ზოგიერთი სენტიმენტებით სავსე სადღეგრძელოს მოსმენის დროს ცრემლიც  კი მომადგა.მდინარეში გაგრილების შემდგეგ,გავისეირნე და ვიპოვე ერთი ადგილი,წამოვწექი ბალახზე (მე რომ მიყვარს ისე),მარცხნიდან მთა მიყურებდა,ზემოდან ცა და ფოთლები,ისმოდა მდინარის ხმა ,კარგი იყო…

ნათესავები…რას ვერჩი,თუ გაგუგებ,ნორმალური ხალხია.რა ქნან,რომ იქ უწევთ ცხოვრება და შესაბამისი დონისანი არიან.უბრალოდ,ბევრი რამეა ისეთი,რასაც მე ვერ ვიღებ ნორმალურად,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ იმათთვის არაა ნორმალური.

ასე და ამგვარად,შევიცვალე გარემო,შევიცვალე შეხედულება ნათესავებზე,დავასკვენი რომ მწერების მეშინია,გასახსენებელიც შევმატე  მეხსიერებას,შევისწავლე იქაური ხალხის ფსიქიკა.

ახლა დავბრუნდი და ჩავჯდები ჩვეულებრივ ცხოვრების რიტმში.

მომავალ პოსტამდე.

 

 

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s