გაიცინეთ,სირცხვილია

ზოგადად სახლში ყოფნა არ მიყვარს.აქ თითქმის ყოველი დღე ერთნაირია:კომპიუტერი მამაჩემის მიერაა ოკუპირებული,დედაჩემს მოსწავლეები ყავს(ყველაზე ცუდ შემთხვევაში ყველა ოთახში),ბებიაჩემი წევს და არ კვდება,მე კი ჩემს საწოლზე ვდევარ და ვკითხულობ,ან უბრალოდ ვდევარ.

დილით ადრე მაღვიძებს ხმაური და მაქსიმუმ 2 საათამდე პერიოდულად მძინავს,შესაბამისად ვიღვიძებ აგრესიულ ხასიათზე.ყავას ვსვამ და ტელევიზორთან ვჯდები,ოღონდ ისე,რომ არ ვუყურებ.დღეში ათასჯერ მაქვს მცდელობა,რომ ნორმალურად დაველაპარაკო მშობლებს,მაგრამ ან არ მოსწონთ რასაც ვამბობ და მაჩუმებენ,ან ეს მცდელობა ჩხუბით მთავრდება.საკმაოდ ემოციური ვარ იმისთვის,რომ ამის მერე არ ვიტირო,ამიტომ ცრემლებს არ ვაკავებ და ვტირი.მართლა მწყინს ასე რომ ხდება(სწორედ ამიტომ ღრმა ბავშვიბაში ხშირად მიფიქრია რომ ნაშვილები ვარ :დ).

სახლში საშინელი მოწყენილობა სუფევს. ცუდი შეგრძნებები მეუფლება ხშირად,როცა დიდ დროს ვატარებ იქ.აი,დღეს ზედმეტად ვიგრძენი თავი.

ამ ყველაფერზე აუტანელი არის რემონტი,რომლიც აგერ უკვე 1 კვირაა გრძელდება.

ისეთი სიტუაციაა დაახლოებით ვისი ვისაშია რომ ვერ გაიგებ.ისეთი ბუღია რომ ბრრრ.ბანაობას აზრი არა აქვს,რადგან სხეულზე წყალი რომ გაიკარო დაგიცემენტდება.კაკუნი,ბრაგუნი,ბურღვა (კედლისაც და ტვინისაც).

რემონტის დროს შეგიძლიათ იხალისოთ მეზობლებზე და ნაცნობებზე,რომლებიც დღეში ორასჯერ გსტუმრობენ(არადა საუკუნეა არ გახსენებიხარ),ჯერ კიდევ რემონტის მსვლელობის დროს გეუბნებიან რომ ლამაზია ყველაფერი,მერე გადიან და ჭორაობენ,რომ უგემოვნოდ აკეთებ სახლს.ამ ყველაფერს დედაშენს ეუბნები,ის კი გეჩხუბება…

მუშა რათქმაუნდა სომეხია..მუშაობის დროს ხშირად ღიღინებს.მამაჩემი ლიფის ჩაცმას მაიძულებს,ეშინია იმ კაცმა ჩემზე არ დაანძრიოს,მე კი ისევ მაისურზე ძუძუსთავებდატყობილი დავდივარ :დ დაანძრიოს რა..

რემონტის დროს ასევე შეგიძლიათ გაიგოთ რისი ტრაკი აქვს “ოჯახის უფროსს”.მე მაგალითად დავასკვენი(ისედაც ვიცოდი მარა დავრწმუნდი),რომ მამაჩემი მოუხერხებელი და უტვინოა,დედაჩემი კი მასზე ძლიერი და საზრიანი(ეჭვი მაქვს რომ მამაჩემმა ეს იცის გულის სღრმეში მაგრამ არ აღიარებს :დ ).

ასე და ამგვარად,რემონტი საშინელებაცაა და საინტერესოც.აი რემონტის დროს სახლში ყოფნა დიდი ხნით უკვე აუიტანელია.სამაგიეროდ მშვენივრად სჭამ :დ ეს იმიტომ,რომ მუშას აჭმევენ მშვენივრად :დ

რამდენიმე დაუწერელი კანონი არსებობს:

1.მუშას არ დაალევინო სამუშაოს დაწყების წინ,მერე ჩემს ფეხებს გააკეთებს.

2. ფული წინასწარ არ მისცე,აღარ მოვა :დ

3. შეაქე,წახალისდება

4. სამუშაოს დამთავრებისთვის დიდი ხანი  თუ დასჭირდა,ან ზარმაცია ,ან საჭმელს კარგად აკეთებ :დ

5. სომხებს არ შეაგინო,სომეხია :დ

6.თუ სომეხია,აფერისტიც იქნება უეჭველი :დ

7.ჰოდა რათ გინდა აფერისტი მუშა,წადი და სხვა ნახე :დ

 

 

 

 

 

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s