წვიმა არ კლავს!

კიდევ ერთ პოსტს მივუძღვნი ადამიანთა კრიტიკას.

მე მიყვარს წვიმა.აი,დღეს წვიმდა და ისე გავმხიარულდი,რომ ვკიოდი და დავხტოდი აქეთ–იქით.ბავშვობიდან მიყვარს .ყოველთვის,როცა წვიმდა,გარეთ ვეგდე და ვბზრიალებდი(რომანტიკა) და ეს დღემდე სიამოვნებას და ბედნიერებას მგვრის. კი,სველდები,ფეხსაცმელში ფეხი გეხრჩობა,ტანსაცმელი ზედ გეტყეპნება,გაციების აკიდების შანსი გაქვს,მაგრამ (!) არ ღირს წვიმა ამ ყველაფრად?ჩემთვის კი.სტრესსაც კი შველის…რათქმაუნდა რომანტიკა თავისას შვება,მაგრამ ეგეც რომ არა,მაინც კარგია წვიმა.თუნდაც იმის ყურება,ლამპიონის შუქზე როგორ ჩანს წვიმის წვეთები

და მაშინ,როცა მე (და არამარტო მე) ასეთ ზეამაღლებულ განცდებში ვარ,ვიღაც ტრაკზე ფეხის რტყმით მირბის სახლში.არ მესმის რატომ ეშინია წვიმის ამ ხალხს.ისე გარბიან,თითქოს ციდან წვიმის წვეთების მაგივრად მძღნერი მოდიოდეს.ასე ეშინიათ დასველების?რატომღაც მგონია,რომ ოდესღაც მათაც ასე უხაროდათ წვიმა,ან მინდა რომ ასე იყოს. მერე გაიზარდნენ და “ასაკმა თავისი ქნა” ,ალბათ.ნუ,ფაქტი ერთია,დააკვირდით წვიმის დროს დაცარიელებულ ქუჩებს,თავზე გაზეთ,ქოლგა,ან პიჯაკ აფარებულ  ხალხს,ისეთი შეშინებული თვალები აქვთ რომ გული შაგიღონდება :დ ვინ სად გარბის აღარ იციან ,ოღონდ წვიმას დაემალნონ.ამაზრზენია ხომ?ჩემთვის კი.

წვიმა არ კლავს,დაუნებო!

 

პ.ს. მოკლე პოსტია,უბრალოდ ეს რომ არ მეთქვა  შემაწუხებდა.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s