ეს მუნჯია?არა,ქართველი ქალია.

 ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა,გადავწვიტე პოსტი მიმეძღვნა ქართველი დიასახლისებისათვის,რომლებიც მთელ დროს ატარებენ სამზარეულოში ფაცაფუცით და აყროლებული “ნასკების” რეცხვით.

ნუ,აქ რომ ქართული მენტალიტეტის გავლენაა,ცხადია. საერთოდ ეს ჩვენი ყოვლად პატივცემული მენტალიტეტი უკვე ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ყოფს ცხვირს და დანარჩენ ორგანოებს,უფროსწორად აყოფინებენ.სამწუხაროდ,საქართველოში ბევრი მდედრია ასე დამონებული ტირანი ღიპიანი ქმრების ხელში.

ახლო წარსულში შექმნილი ოჯახები ძირითადად გარიგებით მიდიოდნენ ქორწილამდე,შესაბამისად აქ სიყვარულზე საუბარი ზედმეტი იყო(ნუ ზოგს რისთვის აწყობდა ეს ქორწილი და ზოგს რისთვის).თუნდაც დავუშვათ,რომ სიყვარული იყო(არის), ამ ოჯახების უმეტესობა პატარა იმპერიას გავს დღესაც.მდედრებს უკვე გაცნობიერებული აქვთ,რომ თქხოვდებიან,ესეიგი ქმარს უნდა ემსახურონ.

აქ სარწმუნოებასაც აქვს რაღაც დამსახურება,რადგან ევა ადამის ნეკნისგან დაამზადა ჩვენმა კიარადა ამათმა ღმერთმა და ისიც ბრაკი გამოდგა(ღმერთი ჩინელია მგონი ),ჰოდა ქართველ მამრებსაც სათქმელი აქვთ,რომ ქალი ჩვენთვის შეიქმნაო და ჩვენ ვართ მათზე ძლიერები და ა.შ–ო.

არ მიყვარს ასეთი ოჯახები.ამაზრზენია და მეტი არაფერი.

“ნასკი გამხადე ქალო” , “ბევრს ნუ ლაპარაკობ” , “შენი ადგილი იცოდე” , “აქ მე ვწყვეტ რა როგორ იქნება” + ფიზიკური ძალადობა ქალზე,რაც საქართველოში მართლა ხშირად გვხვდება.

ბევრისგან ისიც გამიგია,რომ ცოლი მოყავს იმისთვის რომ მომვლელი სჭირდება და “ცოდოა მარტო ბიჭი” .მარა არავინ არ ფიქრობს იმაზე,რომ გოგო უფრო ცოდოა იმ ბიჭთან ერთად.

საბედნიეროდ ახალ თაობაში მომრავლდა ნორმალური ოჯახები,სადაც ასეთი კატასტროფები არ ხდება.იმედია ასე გაგრძელდება და ბოლო მოეღება ამ ყველაფერს.

იმედია ქალის უფლებები აღარ შეიზღუდება ასე ღორულად.

საერთოდ ოჯახური იდილია არ მიყვარს(იდილიაში იმას ვგულისხმობ დაყლევებულები რომ სხედან ნეტარი სახით),უბრალოდ იმაზე კარგი არაფერია,როცა ქალი და კაცი ერთად აგვარებს ოჯახის საქმეებს (:დ) და არ იგრძნობა იქ არცერთის უპირატესობა.

და ნუ იმ ჩაგრულ ქალებს რაც შეეხება,რათქმაუნდა პროტესტის გრძნობა უჩნდებათ,მაგრამ ისევ  “ვაიმე ის რას იტყვის” პრობლემას ვაწყდებით.

აი,ამის თქმა მინდოდა.წავედი ახლა დავიძინო.

Advertisements

12 comments on “ეს მუნჯია?არა,ქართველი ქალია.

  1. Sheni gatxovebis shansi ar aris 😀 Gana imitom rom “vin mogiyvans”, ubralod amjamad jer ar gadacvetila es tradiciebi, romelsac shen ase ebrdzvi :))) Ar ginda organizacia chamoayalibo? “Dzirs naskebi da ghipebi, gaumarjos tavisupal qalebs!” 😀 …memgoni kai lozungia, ras ityvi?
    Gaixare Nancy, martlac kai tema wamoacheri da imedi maqvs vinme gamogexmaureba da mxars dagijers, da bolos, sabolood mospobt patriaqrats da saqartveloshi Genderuli tanasworoba daibudebs (ojaxuri genderuli tanasworoba gvinda chven kaco, tore politikuri didi xania shemovida saqartveloshi)
    Gisurveb warmatebas, da sanam gatxovdebi, iqneb gadachra sheni problema da bednieri “gatxovilqaleoba” geqneba… Good Luck!
    Your friend: SAM :*

    • აუ რა ამაღელვებელი კომენტარი იყო სემ :დ აი ის ზუსტად ვიცი,რომ მე მაგ ღიპის და აყროლებული ნასკის საფრთხე არ მემუქრება :დ

  2. sakmaod natladaa warmodgenili dgevandeli realoba. yovelive es ufro sarwmuno rom gamxdariyo uketesi ikneboda konkretuli magalitebis moyvana, video chanaweri an poto masala. es sheni tema chventvis shtagonebis wyaro agmochnda, sagranto konkursisatvis, ( avtoris uflebebi daculia 🙂 🙂 ) neta yvela tanamedrove adamianma shens mzgavsad rom iazrovnos mashin dzalian bevri ojaxuri problemebi moixsneba da es xels sheuwyobs axali taobis normalur sazogadoebad chamoyalibebas. es titkosda patara problema romelsac dges genderuli tanasworoba qvia, sxva danarchen problemebs shoris udao lideria, mitumetesim im patara tradiciul ershi romelsac saqartvelo qvia. qartvelebi miiswrafvian evropelobisaken da agmosavletisaken magram ar cdiloben agiaron qalisa da kcis tanasworoba. sanam chven es problemebi gveqneba, manam qartveli areamctu kaci an kali, aramed tvit eric ki ar dafasdeba. 🙂

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s