მე, “ის”, ილიკო და ილარიონი.

სიყვარული და ეგეთი სათნო რაღაცები არასდროს  მიყვარდა,მაგრამ ყოველთვის ვოცნებობდი მათზე.

ზოგადდად რა არის სიყვარული?ყველა იმას გრძნობს რასაც მე,როცა ამბობს “მიყვარხარ” ?იქნებ ყველა ჩემსავით ფიქრობს,რომ მათი სიყვარული განსაკუთრებულია…ყველა შეყვარებული ადამიანი ნარკომანია ჩემსავით?მათაც უნდათ ყოველი ჩახუტება საუკუნეები გაგრძელდეს?ნუთუ ისინიც ჩქმეტით და მუცელში დანის გაყრით გამოხატავენ სიყვარულს?დაძინების მაგივრად ბალიშზე უდევთ თავი,ფიქრობენ “მის” სიკვდილზე და ტირიან?ავადმყოფურად ეჭვიანობენ ყველაზე და ყველაფერზე?უნდათ შორს წასვლა  მასთან ერთად,უნდათ რომ ის მხოლოდ მათი იყოს?

საინტერესო გრძნობაა.ცოტა ვნება,ცოტა მოწონება,გაგება,ერთად ყოფნის დაუოკებელი წყურვილი და დანარჩენი გემოვნებით.

ფაქტია,რომ ყველას სურს ეს გრძნობა გამოსცადოს.ზოგჯერ მტკივნეულია,ზოგჯერ ბედნიერი წუთები მოაქვს,ხშირად გიჟურია, იშვიათად რომანტიკული და ყოველთვის ყველასთვის სასურვეელი.

ვერ ვიტან,როცა ამბობენ “მე მისთვის ყველაფერს გავაკეთებ”.

ვერ ვიტან,როცა “სიყვარულსა მალვა უნდა”.

რას ვერ ვაპატიებ საყვარელ ადამიანს?ნიღაბს.

რას გავაკეთებ მე მისთვის?იმას რაც ჩემს ძალებს და ტრაკს არ აღემატება.

რას არ გავაკეთებ ?არ ვუღალატებ.

ვერ ვიტან კლასიკურ ქართულ წყვილს,რომლებიც ორმეტრიანი დისტანციით დადიან,სხედან,დგანან.ერთმანეთს ვერ უყურებენ თვალებში,არადა ორივეს ერთი სული აქვს როდის ეტაკებიან ერთმანეთს.

ვერ ვიტან ხელოვნურ წყვილებს.

მიყვარს რომანტიკა,ოღონდ ყვავილებით მორთული საწოლის მაგვარი არა.სიტყვებით გამოხატული და საქციელითაც(როცა შენ გამო რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს).

არ მიყვარს გულის დანთებები,თაიგული და სუნამო.ამ ყველაფერს წიწაკის ჩიფსი მირჩევნია :დ

მიყვარს ბევრი “მიყვარხარ”,ბევრი ჩახუტება და ბევრი კოცნა.

მიყვარს თვითონ ეს გრძნობა.

და რაც მთავარია,მიყვარს “ის”.

Advertisements

2 comments on “მე, “ის”, ილიკო და ილარიონი.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s