პრობლემები განათლებაში და არამარტო

დღევანდელ საქართველოში მოსახლეობის ნახევარმა არ იცის რა არის ანარქია,აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია რომ ეს განუხორციელებელია ამ ქვეყანაში,ხოლო გარკვეულ ნაწილს კაპიტალისტები შეადგენენ და საერთოდ არ აძლევთ ხელს ასეთი სისტემის არსებობა.

პირველ რიგში საჭიროა მოსახლეობამ კარგად გაიგოს რა არის ანარქია,რადგან ცუდი პარალელები არ გაავლოს და ანარქისტები სამშობლოს მტრებად არ ჩათვალოს.დიდი პრობლემაა ასევე ხალხის ასეთი პესიმისტური დამოკიდებულება.ძალიან ბევრ ადამიანს აქვს იდეური პროტესტი,მაგრამ რატომღაც თავს იკავებენ ან ეშინიათ,რომ თავისი პროტესტი გამოხატონ.ასეთი ადამიანების საყურადღებოდ ვიტყვი,რომ ბრძოლაა მთავარი,იდეითვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა.

ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა ასევე განათლების სისტემა,რომელიც ადამიანს ბავშვობიდან ტვინში უნერგავს რომ აუცილებელია სახელმწიფოს არსებობა,სწორედ ამიტომ ამ ადამიანებს სახელმწიფოს არარსებობა ქაოსთან და კატაკლიზმებთან აქვთ გაიგივებული.ამგვარი იდეების შთაგონება ბაღიდან იწყება,გრძელდება სკოლით და უმაღლესი სასწავლებლით  მთავრდება. ასევე,ზოგიერთ საგანს იძულებით ასწავლიან, რომლებიც რატომღაც სავალდებულოა ყველასთვის. ასე მაგალითად,რატომ უნდა ისწავლოს ადამიანმა ქიმია,როცა არანაირი ინტერესი არ აქვს ამ საგნის მიმართ.რატომ უნდა ჩარჩეს კლასში იმის გამო,რომ არ ისწავლა ის,რაც არ აინტერესებდა რატომ უნდა ითმენდეს ამ ყველაფერს,იმიტომ რომ ვალდებულებად მიაჩნია,უფროსწორად ასე ჩაუნერგეს თავში.არადა ნებისმიერ მოსწავლეს თუ სტუდენტს ამასთან დაკავშირებული შინაგანი პროტესტი ამოძრავებს.

მთავარია ასე არ გაგრძელდეს დიდხანს,მთავარია ხალხმა შეიგნოს რომ ძალა მათშია და წერტილი დაუსვას სიჩუმეს და ამ ყველაფრის მოთმენას.დროა შინაგანი პროტესტი ნათლად გამოიხატოს და დაიმსხვეს ეს ჩამყაყებული იდეოლოგია,რომელიც ხალხსვე უღებს ბოლოს.

ძალა ხალხშია.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s