NOBODY IS VIRGIN LIFE FUCKS EVERYONE!

მოკლედ,გავცივდი…ნუ ჩემი გაციება ამჯერად მხოლოდ ცხვირში გაჭედვით შემოიფარგლა.ვარ ასე გაგუდული და მთელი დღე ცხვირს ვიღუნავ..დღე არაფერი,მაგრამ ღამე არის საშინელება..თხუმეტი ათასჯერ მაღვიძებს გრძნობა,რომ ვიგუდები,ვისხავ წამალს და ვიძინებ.დილით ვიღვიძებ გამხმარ მდგომარეობაში,ყელი მაქვს კატასტროფულად გამშრალი და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მალე ჩირად ვიქცევი(ისე, ნენსის ჩირი საინტერესოა :d ).ამ ყველაფერს ბებიაჩემის გამოყლევება ემატება.მთელი დღე კედლებს ესაუბრება გემრიელად,აი ისე რომ ვერ შეაწყვეტინებ.დავიღალე…დავიღალე ლოდინით.როდის მოკვდება!აი ამის სიცოცხლე მართლაც რომ სევდაა,მაყვალად ყოფნის სევდა,სიკვდილი სიხარულია ,მაყვალას არ ყოფნით გამოწვეული სიხარული(სიცოცხლე სევდაა,ადამიანად ყოფნის სევდა.სიკვდილიც სევდაა,ადამიანად არ ყოფნის სევდა).ასე და ამგვარად,თავი ადამსების ოჯახში მგონია ზოგჯერ.მაგრამ,პრინციპში რაღა მიჭირდა იქ რომ ვიყო.ეს უარესი შემთხვევაა.ერთადერთი მშვიდი ადგილი ამ სახლში აბაზანაა მგონი.იქნებ გამოჩნდეს ვინმე იაკობ ხუცესი ოდესმე ,რომელიც დაწერს “ცხოვრება და წამება უწმინდური ნენსისა”.საინტერესო იქნება.არა,აქ არ მოვკვდები და მითუმეტეს არ ვეწამები,ნუ სხვებს კი ვაწამებ სიამოვნებით(მნიამ).ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს ჩემს თავში ცუნამი და იაპონიაა,თავისი მიწისძვრით და მკვდარი ხალხით.პატარა ხმაურიც კი საშინლად მოქმედებს და ნაღმივით ფეთქდება თავში.ბრრ სიჩუმე მინდა!აი,ჩემი ცოვრება და ამჟამინდელი ყოფა მართლაც ამართლებს nobody is virgin life fucks everyone–ს.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s