ტკივილი

ჩემში შემოდგომა დამდგარა,ცივი,ნაღვლიანი .თვალებიდან წვიმის წვეთები მცვივა.თითოეულ წვეთში რამდენი ტკივილია–სიჩუმის ტკივილი,მარტოობის ტკივილი,სევდის,სიცარიელის ,შემოდგომის…

აი,მარტოობის წვეთმა გადმოაბიჯა თვალიდან და ძირს დაეშვა. დანამულ ლოყაზე ნიავი მეფერება.ვგრძნობ,ქარმა როგორ გაფანტა გაყინული ფოთლები შიგნით,ჩემში.

სევდიანი ჰანგები აირია გონებაში,მუსიკაშიც შემოდგომაა…ერთი ნოტი,ორი,სამი,აი მეოთხეც…და სიაცარიელის წვეთიც გამოჩნდა.

მზის სხივს ვეძახი,ჩამეხუტოს,გამათბოს, მე ხომ ასე ძლიერ მჭირდება ის.

ცრემლმა ღრუბელივით დაფარა თვალები,ერთი თვალიდან სევდის წვეთი მიიჩქარის ფინიშისაკენ,მეორედან–სიჩუმის წვეთმა აიღო გეზი..თითქოს სინათლეს ვხედავ,ნუთუ მზის სხივმა ამისრულა თხოვნა და მოვიდა..

ბოლო,შემოდგომის წვეთი გადმოგორდა თვალიდან,ღრუბელი გაფანტა და ქარიშხალიც ჩაცხრა.ჩემში ახლა ხეებმა კვირტებით დაიმშვენეს თავი.მზის სხივიც გამოჩნდა,ჩამეხუტა,გამათბო… ზამთარიც კი ამარიდა.

ახლა უკვე გაზაფხულია ჩემში,მაგრამ..გავა დრო და ისევ მოვა შემოდგომა,ჩემში ისევ ატყდება ქარიშხალი,ისევ გამართავენ ცრემლები შეჯიბრს,ისევ დაფარავს ღრუბელი თვალებს,მე კი კვლავ მოვუხმობ მზის სხივს საშველად…

Advertisements

3 comments on “ტკივილი

  1. ყველაფერს ვფიცავარ,ერთადერთი ძმის სიცოცხლეს გეფიცები ახლა ვნახე ეს ბლოგი,და პირვლად შემოვედი შენს ბლოგზე.ყველას და ყველაფერს გეფიცები,არ გატყუებ.სხვისი ნაწერებით არ ვარ გატაცებული,იდეა ან სიტყვა კი არასდროს ამიღია,ის რომ ჩემი მეტსახელი ,,შემოდგომისფერია” მეხუთე კლასში მითხრეს : )))

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s