DREAM

ტყეში ვარ.გარშემო ხეების ჯარი ამაყად დამცქერის ზემოდან და მზრუნველად მიფარებს ტოტებქვეშ.მე ბალახზე ვწევარ,ირგვლივ ფერადი ყვავილები წამოწოლილან.მათ სურნელს მოუცავს გარემო–გაზაფხულის სუნია.

ნაზ ნიავს შორეული სიმღერის ხმა მოჰყვება,საამური ჰანგებია.

თვალებს ვხუჭავ…ფოთლების შრიალი,ყვავილების სურნელი,ლამაზი მელოდია–ამ ყველაფერს ღრმად შევიგრძნობ,რადგან მეშინია,რომ მალე გამეღვიძება.

ფოთლებიდან მზე იჭყიტება,თითქოს ჩემთან თამაშობს.იქვე ახლოს ქოხია,დიახ,ჩემი ქოხი–პატარა,მყუდრო,ზუსტად ისეთი ,როგორზეც ვოცნებობდი.

მზე სხივს მიგზავნის,სხივი ჯერ ჰაერში მიქრის,ხეებს დასტრიალებს,ხან ყვავილებს ეფერება.აი,ჩემსკენაც აღწევს და მეხუტება.შემოდის ჩემში და იქაც სიმშვიდეს და სითბოს ტოვებს.შემდეგ გარეთ გამოდის,ხელს მკიდებს და ვბზრიალებთ მანამ,სანამ ორივე ბალახზე გავიშოტებით.ყვავილები დაგვცინიან…ჩვენც ვიცინით.სხივი ჯერ ყვავილებს ერწყმის,შემდეგ კიდევ ერთხელ შემოდის ჩემში და მზეს უბრუნდება.

ახლა უკვე ღამეა..მთვარე მესტუმრა.სევდიანი, ლამაზი თვალები აქვს.არის მასში რაღაც ამოუცნობი,იდუმალი.მთვარეს კი მუდამ თან სდევს ფიქრი,ფიქრი არაფერზე,ან ყველაფერზე.მთვარეს ფიქრით ვესაუბრები,ესაა მისი ენა.ეს ენა მე და მთვარემ ვიცით,მოლოდ მე და მან.დიდხანს ვსაუბრობთ,შემდეგ მთვარე ზღაპარს მიყვება,მე კი ძილის ბურუსში ვეხვევი.თვალს ვხუჭავ და მეღვიძება…

ისმის მანქანების ხმა,მეზობლის ხმამაღალი საუბარი,ბავშვების ტირილი,მოხუცის ქშინვა,ქვაბების რახუნი,მწერების გამაწვრილებელი ზუზუნი…ეს ყველაფერი ერთმანეთში ირევა,ირევა აზრებიც.სიზმარს და რეალობას ვეღარ ვარჩევ,მოგვიანებით გონს მოვდივარ და ვხედავ ჩემს ოთახს.მთვარე არსადაა,ტყეც გამქრალა,ყვავილები?ისინიც წავიდნენ.აი, მზე…დადუმებულა,ხმას არ მცემს,სხივსაც არ მიგზავნის.ეს ყველაფერი სიზმარი იყო,ლამაზი სიაზმარი.

გადის დღე,დგება ღამე.თვალებს ვხუჭავ და ვიღვიძებ–ტყეში ვარ…

Advertisements

5 comments on “DREAM

  1. ცხოვრება ილუზიაა , ერთმანეთშია არეული ოცნება და რეალობა , და ვინ იცის რა არის რეალური , ის რაზეც ოცნებობ თუ ის როგორც ხარ .
    და საერთოდ – dream is my reality

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s