ციკლიდან:რჩევა–დარიგება უწმინდური ნენსისაი.

მარტოობა..საინტერესო რამაა,რადგან ვერ მივხვდი „კარგია“ თუ „ცუდი“.ალბათ ამასაც ორი მხარე აქვს,ისევე როგორც ბევრ რამეს.

განვიხილოთ ჩემი შემთხვევა.

მე მარტო ვარ.

1.კარგია,რადგან არ მაწუხებს მეგობრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები(ექიმთან გაყოლა ან ისეთ რაღაცაზე უარის თქმა,რაც გინდა და ა.შ..)

ამასთან,აღსანიშნავია რომ მეგობრებს შორის არსებობს „ბატონყმური“ ურთიერთობა,ანუ ერთი მეგობარი ყოველთვისაა მეორეზე ძლიერი და მართავს მას.რათქამაუნდა ერთი შეხედვით ეს შეუმჩნეველია,მაგრამ არის მომენტები,როცა „ბატონი“ აგრძნობინებს „ყმას“ რომ ის მასზე ძლიერია.ყმას უჩნდება ამასთან დაკავშირებული კომპლექსები და პროტესტის გრძნობა,რომელსაც ხშირ შემთხვევაში არ გამოხატავს, რადგან ბატონის ერთგულია. ალბათ ბევრი თქვენგანი დაშორებია ისეთ „ტრუსიკის მეგობარს“ ,რომელთან დაშორებას ვერც კი წარმოიდგენდა.ამ დროს რაღაცით უკმაყოფილო ბატონი ახალ ყმას იყვანს მეგობრის თანამდებობაზე (რათქმაუნდა ყველა მეგობრის წყვილს არ ეხება ეს). შედეგი მტკივნეულია(ყმისთვის)…

ვიცი,რომ ძალიან პესიმისტურად ჟღერს,მაგრამ რა ვქნა,ასეა. მარტოობა კარგია,რადგან ზემოთხსენებული მიზეზების გამო იმედგაცრუება და ტკივილი აცილებულია.

კარგია,რადგან მეტი დრო გრჩება საკუთარი თავისთვის ,რომელიც მართლა ერთგულია,მაგრამ ცუდი ისაა რომ აქაც არსებობს ბატონი–შენ.

კარგია,რადგან უფრო დაკვირვებით უყურებ ცხოვრებას და ფიქრობ,ყველაფერზე ფიქრობ.ამ ფიქრის დროს კი აღმოჩენებს აკეთებ.

2.ახლა ვნახოთ რატომაა ცუდი ეს ჩემი მარტოობა..

ცუდია,რადგან ყველას სჭირდება „ხმის გამცემი“ ან „ხმის მომსმენი“ .საუბედუროდ თუ საბედნიეროდ,არაა აუცილებელი რომ ეს ხმის გამცემი მეგობარი იყოს.შეიძლება ეს იყოს უბრალო ნაცნობი,ბომჟი,მეზობლის ბავშვი,ზებრა,მაიმუნი და ა.შ..

ცუდია,რადგან ზოგჯერ მარტოობა უინტერესო დღის,წუთის,საათის,კვირის თუ წელიწადის მიზეზია.მაგრამ ეს უკვე ადამიანზეა დამოკიდებული.თავისუფლად შეუძლია ადამიანს უინტერესო საინტერესოდ აქციოს. ისევ ჩემი მაგალითი ავიღოთ–მე ამ წუთს საინტერესოს ვხდი, იმიტომ რომ ვწერ.მაგრამ უინტერესოს გავხდიდი,თუ ვიდებოდი ნივთივით.

ცუდია,რადგან ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობას გადაჩვეული,ჩაკეტილი ხდები და უკვე ძნელია შენთან კონტაქტის დამყარება.

ცუდია,რადგან მეგობრის ყოლის გეშინია,უფროსწორად იმედგაცრუების.და სურვილიც არ გაქვს ხშირად.

ესეც ჩვენი „კარგი“ და „ცუდი“ მხარეები. ყოველთვის ვამბობ,რომ გამოსავალი ყველგანაა,მაგრამ მარტოობიდან გამოსვლა არ მინდა,კარგი მხარეების გამო,“თლა“ შესვლაც არ მინდა,ცუდი მხარეების გამო.ამიტომ ნეიტრალურ პოზიციას ვიჭერ.იმდენად,რამდენადაც პასიური და არაკომუნიკაბელური ვარ(ხშირად),ველოდები აქტიურობას სხვისგან .უკვე ნარკოტიკივით მივეჩვიე და შემიყვარდა კიდეც მარტო ყოფნა(ყოველთვის მიყვარდა ისე,მაგრამ ახლა გამიმძაფრდა).

ყმებო გაძლიერდით.

ბატონებო,ნუ აგრძნობინებთ ყმებს თქვენს ძალას მათზე.

მეგობრებო,გაუფრთხილდით მეგობრობას.

და თუ ერთ დღეს მარტო აღმოჩნდებით,არ იდარდოთ.

მე ღმერთი ვარ (იმედი ბოლოს კვდება)

თქვენ ჯერ ქრისტეები ხართ და ელოდებით როდის გაგაკრავენ ჯვარზე. მაგრამ ნუ შეშინდებით,ქრისტე აღსდგა(სიბრძნე სიცრუისა)

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s