ჩააქრეთ მზე!

მზეო ჩადი,ჩადი

ამოეფარე გორასა

სიცხეს ნენსი მოუკლავს

საწყალი აგერ გორავსა.

ზაფხული…სეზონი,როდესაც ხეები,მდელოები,ბუჩქები და ა.შ. მწვანეა,ადამიანები კი შავები (ნუ,ყოველშემთხვევაში ცდილობენ).

სეზონი,როდესაც ისე მცხელა რომ ჯოჯოხეთის არსებობასაც ვიჯერებ.

სეზონი,როდესაც მამრები სექსსმოწყურებული სახით დაიარებიან,ხოლო მდედრები სექსსმოწყურებული ტანსაცმლით(მამრების გულის გასახარად).

სეზონი,როდესაც არ მიყვარს ყავა.

სეზონი,როდესაც მხოლოდ საღამოს გავდივარ გარეთ,რადგან დღისით რომ გავიდე გავხმები.

სეზონი,როდესაც ავსებულია კორპუსის სახურავები “დევოჩკებით” და ზაგარნი კრემებით.

სეზონი,როდესაც ბავშვები წიგნს შლიან,მერე ხვდებიან რომ წაკითხვა ეზარებათ და ისევ ხურავენ.

სეზონი,როდესაც სიდს ვერ ვეხუტები იმიტომ რომ მცხელა.

სეზონი,როდესაც სიდს მაინც ვეხუტები იმიტომ რომ მიყვარს ეგ ჩემისა.

სეზონი,როდესაც ყველაზე მეტი მაწონი იყიდება.ეს იმიტომ რომ ზაფხულში ყველაზე მეტი ზურგი (და არამარტო) იწვება.

სეზონი,როდესაც სახლში ტრუსიკიანი ტანტალებს ყველა.

სეზონი,რომელიც მარტო იმიტომ მიყვარს რომ ბევრი დრო მაქვს,რომელსაც ძირითადად კითხვაში,წერაში,ან უბრალოდ უსაქმურობაში ვატარებ(ეს უკანასკნელი სასიამოვნოც კია ზოგჯერ).

სეზონი,როდესაც ზამთარი მენატრება მაშინ,როცა ზამთარში ზაფხული მენატრებოდა.

სეზონი,როდესაც მივხვდი რომ სიცხეს სიცივე ჯობია.

სეზონი,როდესაც უნდა ჩააქროთ მზე,იმიტომ რომ მცხელა ბლინ!

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s