შემოდგომა

თითქოს,სიცოცხლე გამოსცლია შემოდგომის დამჭკნარ ,გაყვითლებულ ფოთლებს…ირგვლივ სიჩუმეა,ისმის მხოლოდ წვიმის ხმა.ცის ცრემლები ნაზად ეცემა სიბერისაგან დამჭკნარ,უსიცოცხლო ფოთლებს,თითქოს გლოვობს მათ გარდაცვალებას.ძალაგამოცლილი წითელ–ყვითელი ფოთლები სევდისმომგვრელად მოჩანს იდუმალ ნისლში..ცივი ნიავი თითქოს შიგნითაც აღწევს და სულს ყინავს.

რა ლამაზია შემოდგომა!ამ დროს ბუნება კვდება,მაგრამ ეს იმდენად ლამაზი და მომხიბვლელია,რომ ბედნიერებას ანიჭებს ადამიანს მისი ყურება.

ცივი ნიავი არხევს გაძარცვულ ხეზე შერჩენილ წითელ ფოთოლს და აი,ბოლო ფოთოლიც წყდება.მიფრინავს მიწისკენ,ჰაერში ტრიალებს თითქოს ემშვიდობება ბუნებას, ადამიანებს და ბოლოს ეცემა მიწაზე. რა ლამაზია შემოდგომა! ცვრიანი წითელი ფოთლები–სევდიანი, მაგრამ ლამაზი ,მკვდარი, მაგრამ სიცოცხლის მომნიჭებელი,ცივი, მაგრამ ყველაზე მძვინვარე გრძნობების გამჩენი..

რა ლამაზია შემოდგომა!

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s