ოცნებას ნენსი არ მოუკლავს

ნუ,ალბათ ყველას გქონიათ უსაქმურობის ჟამი.აგერ უკვე მერამდენე დღეა ჩემმა უსაქმურობამ პიკს მიაღწია.ვდევარ ასე მთელი დღე სახლში და ყველაფრის სურვილი დაკარგული მაქვს.გვერძე მიდევს დოსტოევსკის „ეშმაკნი“ ,რომელსაც იმდენი ხანი ველოდი სანამ დედაჩემი მომიტანდა…მაგრამ არ მაქვს წაკითხვის სურვილი.ვუსმენ ერთიდაიგივე სიმღერას ცხრაასჯერ დღეში,კედელს ვაშტერდები,ვერ ვჯვამ,სამაგიეროდ ვჭამ.ხო ეს ჭამა ცალკე თემაა…ყოველი ლუკმის გადაყლაპვისას ვგრძნობ რომ ცხოველი ვარ.რაღაც ორგანიზმი,რომელსაც ადრე თუ გვიან მატლი მოუღებს ბოლოს.მაგრამ მე კრემაციის მომხრე ვარ კიდევ კარგი…მოკლედ,რაღაც უაზროდ ვარ.მაგრამ სამაგიეროდ ბევრი დრო მრჩება ფიქრისთვის და ეს მგონი ერთადერთი კარგი მხარეა ამ უაზროდ ყოფნაში.და იმდენი რამ აღმოვაჩინე დღეს…არა,ერთი რამ ნათელია,ხალხი კატასტროფულად მალე იცვლება ,ერთი ყოველთვის მართავს მეორეს,მეორეს ყოველთვის სჯერა მმართველის…ნუ,გადავწყვიტე რომ ბოლომდე არავის არ ვენდო(დიდიხანია გადაწყვეტილი მაქვს).რაც უფრო კარგად გიცნობს ადამიანი,მით უფრო მეტი სუსტი წერტილი იცის შენი და ეს ძალიან ცუდია.მეგობარი მონსტრად იქცევა ერთ წამში და ბუჰ.ქრება ოპტიმიზმი.აღარც მეგობარი გინდა და არც არავინ.ან რათ გინდა,შენი თავი ხომ გყავს.ის ვერც გიღალატებს და ვერც გულს გატკენს,ვერ გაამხელს შენს საიდუმლოს და ყოველთვის გაგიგებს.რაღაც სათნოებებს ვღაღადებ მგონი….და მაინც,ყველაზე საშიში ნიღბიანი ადამიანია.ამაზე სულ ის მახსენდება „კაცი რომელიც იცინის“ (რატომ არ ვიცი).რამდენი ნიღაბია…“კაცი რომელიც გიგებს“ „ კაცი რომელსაც უყვარხარ“ „ კაცი რომელმაც დაგაფასა“ „ კაცი რომელიც ….კაცია“ და ა.შ….არა რა ,სასწრაფოდ უნდა გავეცალო ამ ხორცის გროვას,თორემ ვყროლდები და ვიწამლები.ტყეში პატარა მყუდრო სახლი შორს,ძაააალიან შორს.სადაც ეს მოსიარულე გვამები არ იქნებიან…ეეჰ. ოცნებას ნენსი არ მოუკლავსო ნათქვამია,ჰოდა თუ არ მკლავს,ვიოცნებებ …

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s