ზედმეტი რომანტიზმი მავნებელია

რამოდენიმე დღის წინ აღმომაჩენინეს,რომ საკმაოდ რომანწიკული პიროვნება ვარ.შემდეგ დავფიქრდი და აღმოჩნდა რომ ეს მართალია.

ამ სასწავლო წლის დასაწყისში ქართულში დავწერე თემა რომანტიზმზე,სადაც გავაკრიტიკე ეს მიმდინარეობა,რადგან ზედმეტი რომანტიკის გამო  რეალობას ვერ ხედავს ბევრი.ანუ სექტემბრიდან დღემდე აშკარად რაღაც გარდატეხა მოხდა ჩემში ან უბრალოდ გამიმძაფრდა ეს ჩემი რომანტიკულობა.ნუ,ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

რომანტიკულობის გამძაფრება სავარაუდოდ მეგობრებს ჩამოშორებამ განაპირობა.ალბათ ნენსიმ ვერ აიტანა ეს მორალური მარტოობა და გადაწყვიტა რომ ცხოვრება ვარდისფერ ფერებში დაენახა.და ასეც მოხდა…მართალი ადრეც საკმაოდ რომანტიკული ვიყავი(მიყვარდა წვიმა,ფიქრი და რომანტიკისთვის დამახასიათებელი სხვა რაგაცები),მაგრამ ეს ყველაფერი ზომიერად იყო ჩემში.ახლა მგონი უკვე გადამეტებულადაა.

ალბათ ნენსის მოეწონა ეს ფერადი სამყარო და არ უნდა დაინახოს შავი და თეთრი.მაგრამ შედეგი ერთია,რომ ამ რომანტიკამ გადამატანინა გარკვეული სტრესი.

იმდღეს სიდმა მითხრა,ისეთი რომანტიკული გახდი რომ ელემენტარულს ვეღარ ხედავ და იდეალური გინდაო.მართალია…ალბათ ესეც ფსიქოლოგიური მომენტია.სიდმა ისიც შემახსენა,რომ ყველაფერი მარტივი გენიალურია.ესეც მართალია.მარა საქმე იმაშია რომ ეს მარტივი აღარ მაკმაყოფილებს.

მინდა იდეალური მეგობარი.

მინდა იდეალური სიდი.

მინდა იდეალური სიკვდილი.

მინდა იდეალური სამყარო.

ადამიანები.

თითქმის ყველაფერი იდეალური მინდა.

ამას ჩემი ტირანია დაემატა.ჰო,საშინლად ეგოისტი ვარ.რომანტიკულობამ გამოიწვია ეს ეგოიზმი ზუსტად.აი მაგალითად მეგობარი ავიღოთ.

რომანწიკული ნენსის შექმნილი მეგობარი არის ვიღაც X ,რომელსაც ბოლომდე ესმის ნენსისი,ბოლომდე იცნობს მას,ბოლომდე შეუძლია მის გვერდით იდგეს ჭირსა თუ ლხინში,ბოლომდე ნენსია თვითონ.ანუ ნენსის უნდა ნენსი.X=ნენსი.ამოცანა ამოხსნილია.

ეს ალბათ იმან გამოიწვია რომ მეშინია ამ X-ის დაკარგვის.ეს ჩემი მეგობარი ერთგული უნდა იყოს და მარტო ჩემი უნდა იყოს.არ უნდა ყავდეს სხვა მეგობარი ჩემს გარდა.აი სწორედ აქ დაიბადა ეგოიზმი ჩემო თავო..

რათქმაუნდა ამ პრობლემის აღმოფხვრაზე ვმუშაობ,რადგან მე თუ იდეალური ვეძებე რათქმაუნდა ვერ ვიპოვი.ამიტომ ახლა ვცლილობ რომ იმ ელემენტარულით დავკმაყოფილდე რაც მაქვს.

აი,ასეთი ვარ…რომანტიკული ეგოისტი(ტირანი).

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s